ნეაპოლური ჩანახატები: სოფია

სოფია კოსტანცა ბრიჯიდა ვილანი შიკოლონე ნეაპოლში არ დაბადებულა, მაგრამ დღეს ნეაპოლის ერთ-ერთ სიმბოლოა.
„ქორწინება იტალიურად“, „გუშინ, დღეს, ხვალ“, „ყველაფერი ნეაპოლიდან დაიწყო“, „ნეაპოლის ოქრო“ – ამ ფილმებში შესრულებული მთავარი როლებისთვის მან არაერთი პრესტიჟული კინოჯილდო დაიმსახურა, უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სამუდამოდ მოიგო ნეაპოლელთა გულები.

ესპანურ კვარტალში, დიეგო არმანდო მარადონას იმ ცნობილი მურალისკენ აღმართს რომ შეუყვებით, სოფი ლორენის სახელობის პიცერიას შეხვდებით, რომლის მოპირდაპირე მხარეს მისივე სახელობის პატარა კაფეა.

სოფი ლორენის კუთხე – ასე იცნობენ იმ ადგილს ნეაპოლელები. ეს ფოტოები იქ გადავიღე.

ლაშა გოდუაძე
ნეაპოლი, იტალია
2023
წლის 17 თებერვალი

ka_GEGeorgian