ნიკი ლაუდა საავადმყოფოშია

ფორმულა 1-ის ლეგენდარული ავსტრიელი პილოტი, მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა გუშინ საღამოს ვენის ჰოსპიტალში დააწვინეს.

მერსედესის გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რეანიმაციაშია მოთავსებული და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. ეს ინფორმაცია დღეს გაავრცელა ავსტრიულმა გამოცემა კრონენ ცაიტუნგმა.

2018 წლის ზაფხულში ლაუდას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც უმძიმესი, ფილტვების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. მას შემდეგ ის სარეაბილიტიაციო კურსს გადიოდა და სეზონის მეორე ნახევარში მერსედესს ვერაფრით დაეხმარა. ოქტომბერში ლაუდამ საავადმყოფო დატოვა და მკურნალობა შინ განაგრძო, თუმცა გუშინ საღამოს მისი მდგომარეობა დამძიმდა და კიდევ ერთხელ მოათავსეს ჰოსპიტალში.

ნიკი ლაუდა ფორმულა 1-ის ჩემპიონი 1975, 1977 და 1985 წლებში გახდა. პირველი ორი ტიტული ფერარისთან ერთად მოიგო, მესამე კი მაკლარენში ასპარეზობისას. კარიერის განმავლობაში მან 25 დიდი პრიზი მოიგო, პოდიუმზე კი 54-ჯერ შედგა.

22 თებერვალს დიდებული ავსტრიელი პილოტი 70 წლის ხდება.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 6 იანვარი)

ka_GEGeorgian