ნიკი ლაუდას საჩემპიონო ფერარი კიდევ ერთხელ გაიყიდა
ნიკი ლაუდას ფერარი 312T კალიფორნიაში გამართულ აუქციონზე მოსალოდნელ ფასად – 6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ბოლიდის ახალი მფლობელის ვინაობა არ დასახელებულა.
ლეგენდარული ავსტრიელი პილოტი 3-ჯერ გახდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი ტიტული კი 1975 წელს სწორედ ფერარი 312T-თი მოიგო. იტალიური ბოლიდის საჭესთან ავსტრიელმა რამდენიმე დიდი პრიზიც მოიპოვა.
ლაუდას საჩემპიონო ფერარი რამდენჯერმე გასხვისდა და არაერთი ცნობილი კოლექციონერი გამოიცვალა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ბოლიდი 6 მილიონ დოლარად გაიყიდებოდა, მაქსიმალურ ფასად კი 8 მილიონი იყო მიჩნეული.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 აგვისტო)