ნოლეს 311
სხვადასხვა სახეობებში რამდენიმე რეკორდს მარადიულად ვთვლიდი და მათ შორის ჩოგბურთში როჯერ ფედერერის 310 კვირას რეიტინგის სათავეში.
მაგრამ როგორც პატივცემულმა ჯეიმს ბონდმა თქვა: არასოდეს თქვა არასოდეს!
დღეს, 8 მარტს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა 311ე კვირა დიწყო ATPის რჩეულ მოთამაშეთა რეიტინგის პირველ საფეხურზე!
რამდენ ხანს გაჩერდება სერბი კენწეროში, ეს მასზე და მის ახალგაზრდა მეტოქეებზეცაა დამოკიდებული.
ნადალის ლიდერობისა აღარ მჯერა, ჩემი ფავორიტი ფედერერი კიდე, შარშანდელი ავსტრალიის მერე ახლა რომ უბრუნდება დიდ ავიაციას, ასაკშია და მგონი, ვეღარ გაქაჩავს.
რეიტინგის ტოპ 5 ლიდერი
1.ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 311 კვირა
2.როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 310
3.პიტ სამპრასი (აშშ) – 286
4.ივან ლენდლი (ჩეხოსლოვაკია/აშშ) – 270
5.ჯიმი კონორსი (აშშ) – 268
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 8 მარტი)