ნონა გაფრინდაშვილი ჩემპიონია!

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩმა ნონა გაფრინდაშვილმა უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა!

ნორვეგიის ქალაქ დრამენში გამართულ ევროჩემპიონატზე ლეგენდარულმა მოჭადრაკემ 9 შესაძლებლობიდან 5,5 ქულა დააგროვა (3 მოგება, 5 ყაიმი, მარცხი) და მეხუთედ გახდა სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონი.

წინა 4 გამარჯვება მან 2011, 2015, 2016 და 2017 წლებში იზეიმა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან ევროპირველობა უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის ორ კატეგორიაში – +50 და +65 წლამდელებში იმართება.

ნონა გაფრინდაშვილი უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონიც გახლავთ. მან ეს ტიტული 1995, 2009, 2014, 2015 და 2016 წლებში მოიგო. ამ ტურნირს წელს სლოვენიის ქალაქი ბლედი უმასპინძლებს.

დრამენში ევროჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა თამარ ხმიადაშვილი, სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატის 5-გზის გამარჯვებული (1998, 1999, 2003, 2010, 2018). მან 5 ქულით დაასრულა პირველობა (4 მოგება, 2 ყაიმი, 3 მარცხი).

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 13 აგვისტო)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian