პაოლო როსი 1956-2020
გუშინ გარდაცვლილა უკურნებელი სენით. 64 წლის იყო…
მსოფლიოს 1982 ჩემპიონატის დროს პატარა ვიყავი, იტალიის ნაკრების ესპანური ამბები ჯერ წიგნებით გავიგე და მხოლოდ მერე – ვიდეოჩანაწერებით. ჩემთვის ის მსოფლიო, პირველ რიგში, ამ კაცთან ასოცირდება. ზუსტად ისე, როგორც მექსიკა 86 დიეგოსთან.
პაოლო როსის ცხოვრება და საფეხბურთო კარიერა, განსაკუთრებით კი ის ამბები ესპანეთ 82ს წინ რომ უსწრებდა, არაერთგვაროვანია: იტალიის ორ მთავარ საფეხბურთო ლიგაში ზედიზედ მოგებული ბომბარდირობა, მსოფლიო ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელობა 78ში, სკანდალი სერია აში და ციხე, პირადად ენცო ბეარზოტის წყალობით გადარჩენილი კარიერა და საოცარი დაბრუნება – სრული ტრიუმფი 82 წელს!
მისი ინტერვიუებიც ყოველთვის საინტერესო იყო. რამდენჯერმე გამოქვეყნდა სხვადასხვა ჟურნალში და საიტზე და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვეცნობოდი…
ცოტა ხნის წინ დიეგო, ახლა პაოლო…
ასე მოკლე პერიოდში მსოფლიოს ორი უმაგრესი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა გარდაცვალება ნამეტანია.
ძალიან გული დამწყდა.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 10 დეკემბერი)
ფოტო: FIFA.com