პარიზი 2024: სერფინგი… ტაიტიზე!

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სერფინგისტთა ტურნირი, შესაძლოა, საფრანგეთის დედაქალაქიდან… 15 700 კილომეტრის დაშორებით, საფრანგეთის პოლინეზიაში, კუნძულ ტაიტიზე გაიმართოს!

სერფინგისტთა ოლიმპიური ტურნირის მასპინძლობის სურვილი აქვს ასევე ქალაქ ბიარიცს, პუანტ დე ლა ტორშის კონცხს, ლანდის დეპარტამენტს და ლაკანოს. მიუხედავად იმისა, რომ ტაიტი ევროპიდან ძალზე შორსაა, მას, როგორც სერფინგისტთა ტურნირების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ნაცად მასპინძელს, მაინც ფავორიტად მიიჩნევენ.

სერფინგში შეჯიბრის ჩასატარებელი ადგილის შერჩევისას ვითვალისწინებთ მსგავს ასპარეზობათა ორგანიზების გამოცდილებას, ამინდს, წყლის ხარისხს და ათლეტთა და მაყურებელთა დაბინავებაში მასპინძელი ქალაქის შესაძლებლობებს, – აღნიშნულია პარიზი 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.

ცოტა ხნით ადრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ უპირატესობას ანიჭებს ასპარეზობების ოლიმპიური თამაშების დედაქალაქის სიახლოვეს ჩატარებას. თუმცა ამ საკითხში საბოლოო სიტყვა პარიზი 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტს ეკუთვნის.

სოკ-ის აღმასრულებელი დირექტორის კრისტოფ დუბის განმარტებით, ტაიტიში სერფინგისტთა ოლიმპიური ტურნირის ჩატარებაში პრობლემას ვერ ხედავს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 13 დეკემბერი)

ka_GEGeorgian