პელეს 5 შეცდომა

როცა ჩუმადაა, ის ნამდვილი პოეტია, – ასე დასცინა რომარიომ ლეგენდარულ თანამემამულეს, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს და მსოფლიო ფეხბურთის მეფე პელეს.

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ ერთადერთი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ რამდენადაც ძლიერი იყო მწვანე მინდორზე, იმდენად სუსტია პროგნოზებში.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ერთხელ თქვა: თუ გსურთ ფიფას ოქროს თასის მოგება, მოუსმინეთ პელეს და შემდეგ ყველაფერი პირიქით გააკეთეთ.

ფეხბურთის მეფის ყველაზე ცნობილი 5 პროგნოზი ასეთია:

#5 – 2002: „ჩინეთი ჯგუფურ ეტაპს გადალახავს“
და რა მოხდა რეალურად?
ჩინეთი ჯგუფში ჩარჩა, ქულაც ვერ მოიპოვა და ერთი გოლიც ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, 9 ბურთი გაუშვა!

#4 – 1998: „ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტია“
გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა – ნიგერიასთან წააგო, პარაგვაისთან კი ფრედ ითამაშა.

#3 – 1994: „კოლუმბია მსოფლიოს ჩემპიონი გახდება“!
ნაკრები ბოლო ადგილზე გავიდა ჯგუფში.

#2 – 2002: „ფინალში არგენტინა საფრანგეთს დაუპირისპირდება“
ორივე ნაკრები ბოლო ადგილზე გავიდა ჯგუფში, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ფრანგებმა კი გოლიც ვერ გაიტანეს.

#1 – 2002 წელი: „ბრაზილია ჯგუფიდან ვერ გავა“
ბრაზილიამ მეხუთედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და თან, ყველა, შვიდივე თამაშში გაიმარჯვა!

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 14-20 ივნისი)

ka_GEGeorgian