პეპის ოცდამეათე თასი

მე14 სეზონი სამწვრთნელო ასპარეზზე და 30 ტიტულიხოსეპ გვარდიოლა სეზონში, საშუალოდ, 2 თასს იგებს!!!
გუშინ მისმა მანჩესტერ სიტიმ ინგლისის ლიგის თასის ფინალში 1:0 დაამარცხა ტოტენჰემ ჰოთსფური და ზედიზედ მეოთხედ აღმართა ეს ჯილდო!
გვარდიოლა პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც მიჯრით 4ჯერ მოიგო ინგლისის ლიგის თასი.

2007 წლის ზაფხულში გვარდიოლას ბარსელონას მეორე შემადგენლობა ანდეს და ერთი წლის თავზე მან ესპანეთის ტერსერა დივიზიონი მოიგო, შემდეგ კი, პირველ გუნდში დაწინაურებულმა, ისეთი ტემპი აკრიფა, ახლაც ვერავინ ეწევა:

2-2 ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი, ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო და ესპანეთის სუპერთასი, ასევე 3-3ჯერ მოგებული ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი ბარსელონასთან ერთად, სულ 14 ტიტული!

შემდეგ იყო ბაიერნში გატარებული 3 სეზონი და 3ჯერ მოგებული ბუნდესლიგა, გერმანიის 2 თასი და თითო ევროპის სუპერ და ფიფას მსოფლიო საკლუბო თასი, 7 ჯილდო!

2016 წლის 1 ივლისს გვარდიოლამ მანჩესტერ სიტი ჩაიბარა და მას შემდეგ ქალაქელებთან ერთად 2ჯერ მოიგო პრემიერლიგა და სუპერთასი, ერთხელ ასოციაციის თასი აღმართა, 4ჯერ კი, როგორც თავში გითხარით, ლიგის თასი = 9 ტიტული!

მისი მანჩესტერ სიტი პრემიერლიგის თასთანაც ძალიან ახლოსაა და სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს ესპანელი ჩემპიონის 31ე მედალსაც მოიხვეჭს.

და თუ მისი სამწვრთნელო კარიერა გაინტერესებთ რიცხვებში, სტატისტიკა ასეთია:

538 გამარჯვება 736 მატჩში, 113 ფრე და 85 წაგება.

ხოსეპ გვარდიოლა მატჩების 73.43% იგებს და ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 26 აპრილი)

ka_GEGeorgian