პეტრ ჩეხი საუკეთესო ჩეხია
ჩეხეთის 2006 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის ჩელსის კარის დარაჯი პეტრ ჩეხი დასახელდა. მეკარემ შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა.
ტრადიციულ რეფერენდუმში, რომელშიც ჩეხი საფეხბურთო ჟურნალისტები მონაწილეობენ, 24 წლის ფეხბურთელმა ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველს, პაველ ნედვედს და დორტმუნდის ბორუსიიდან ლონდონის არსენალში გადასულ ტომაშ როსიცკის აჯობა.
პეტრ ჩეხმა გასულ სეზონში მეორედ მოიგო პრემიერლიგა.
„ასეთ აღიარებას ნამდვილად არ ველოდი. სიმართლე გითხრათ, შარშანაც ძალიან გამიკვირდა, საუკეთესოდ რომ დამასახელეს, მაგრამ წლევანდელი სიურპრიზი შეუდარებელია! დიდი მადლობა ყველას, ვინც საუკეთესოდ დამასახელა“! – განაცხადა მეკარემ პრაღაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე.
საუკეთესო მწვრთნელად ლიბერეცის სლოვანის თავკაცი ვიტესლავ ლავიცკა დაასახელეს, რომელმაც ეროვნული გუნდის მწვრთნელს, შარშანდელ ტრიუმფატორს კარელ ბრუკნერს აჯობა.
ჩეხეთის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად პრაღის სლავიის 18 წლის ნახევარმცველი მარეკ სუხი დასახელდა.
რეფერენდუმის 41 წლიან ისტორიაში 24 წლის ჩეხი მე3 მეკარეა, რომელმაც საუკეთესოს წოდება მოიპოვა. მანამდე ქვეყნის უძლიერეს ფეხბურთელებად ლეგენდარული ივო ვიქტორი და პეტრ კოუბა დაასახელეს.
1976 წლის ევროპის ჩემპიონი ივო ვიქტორი რეფერენდუმის რეკორდსმენია – გასული საუკუნის 70იან წლებში ის 5ჯერ აღიარეს საუკეთესოდ! ამ მხრივ შარშანწინდელი ტრიუმფატორი პაველ ნედვედი მეორეა – მის ანგარიშზე 4 ტიტულია.
ჩეხეთის საუკეთესო ფეხბურთელები
2006 პეტრ ჩეხი (ლონდონის ჩელსი, ინგლისი)
2005 პეტრ ჩეხი (ლონდონის ჩელსი, ინგლისი)
2004 პაველ ნედვედი (ტურინის იუვენტუსი, იტალია)
2003 პაველ ნედვედი (ტურინის იუვენტუსი, იტალია)
2002 ტომაშ როსიცკი (დორტმუნდის ბორუსია, გერმანია)
2001 ტომაშ როსიცკი (დორტმუნდის ბორუსია, გერმანია)
2000 პაველ ნედვედი (რომის ლაციო, იტალია)
1999 იან კოლერი (ბრიუსელის ანდერლეხტი, ბელგია)
1998 პაველ ნედვედი (რომის ლაციო, იტალია)
1997 ირჟი ნემეცი (გელზენკირხენის შალკე 04, გერმანია)
1996 პატრიკ ბერგერი (ლივერპული, ინგლისი) და კარელ პობორსკი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი)
1995 რადეკ დრულაკი (დრნოვიცეს პეტრა)
1994 პაველ კუკა (კაიზერსლაუტერნი, გერმანია)
1993 პეტრ კოუბა (პრაღის სპარტა)
ჩეხოსლოვაკიის საუკეთესო ფეხბურთელები
1992 ლუბომირ მორავჩიკი (სენტ–ეტიენი, საფრანგეთი; სლოვაკეთი)
1991 ტომაშ სკუხრავი (გენუის ჯენოა, იტალია; ჩეხეთი)
1990 იან კოციანი (ჰამბურგის ზანკტ-პაული, გერმანია; სლოვაკეთი)
1989 მიხალ ბილეკი (პრაღის სპარტა; ჩეხეთი)
1988 იან ჰაშეკი (პრაღის სპარტა; ჩეხეთი)
1987 იან ჰაშეკი (პრაღის სპარტა; ჩეხეთი)
1986 იოზეფ ხოვანეცი (პრაღის სპარტა; სლოვაკეთი)
1985 ლადისლავ ვიზეკი (პრაღის დუკლა; ჩეხეთი)
1984 იან ბერგერი (პრაღის სპარტა; ჩეხეთი)
1983 ლადისლავ ვიზეკი (პრაღის დუკლა; ჩეხეთი)
1982 იან ფიალა (პრაღის დუკლა; ჩეხეთი)
1981 იან კოზაკი (პრაღის დუკლა; ჩეხეთი)
1980 ანტონინ პანენკა (პრაღის ბოჰემიანსი; ჩეხეთი)
1979 ზდენეკ ნეჰოდა (პრაღის დუკლა; ჩეხეთი)
1978 ზდენეკ ნეჰოდა (პრაღის დუკლა; ჩეხეთი)
1977 კარელ კრუპა (ბრნოს ზბროიოვკა; ჩეხეთი)
1976 ივო ვიქტორი (პრაღის დუკლა; ჩეხეთი)
1975 ივო ვიქტორი (პრაღის დუკლა; ჩეხეთი)
1974 იან პივარნიკი (ბრატისლავის სლოვანი; სლოვაკეთი)
1973 ივო ვიქტორი (პრაღის დუკლა; ჩეხეთი)
1972 ივო ვიქტორი (პრაღის დუკლა; ჩეხეთი)
1971 კაროლ დობიაში (ტრნავის სპარტაკი; სლოვაკეთი)
1970 კაროლ დობიაში (ტრნავის სპარტაკი; სლოვაკეთი)
1969 ლადისლავ კუნა (ტრნავის სპარტაკი; სლოვაკეთი)
1968 ივო ვიქტორი (პრაღის დუკლა; ჩეხეთი)
1967 იან გელეტა (პრაღის დუკლა; სლოვაკეთი)
1966 იოზეფ მასოპუსტი (პრაღის დუკლა; ჩეხეთი)
1965 იან პოპლუჰარი (ბრატისლავის სლოვანი; სლოვაკეთი)
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 7 ივნისი)