პირველი დიადი იტალიელი

დღეს ჯოვანი ტრაპატონის დაბადების დღეაყველა დროის ერთერთი უდიდესი მწვრთნელი 82 წლის გახდა.
კარგი ფეხბურთელი იყო: 60იანი წლების ნერეო როკოს დიდი მილანის ლამის შეუცვლელმა მცველმა შავწითლებთან ერთად 2ჯერ მოიგო სერია და ჩემპიონთა თასი, თითოჯერ კი იტალიის თასს, თასების მფლობელთა თასს და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა.

ეს ყველაფერი დიდებულია, მაგრამ დონ ჯოვანიმ გაცილებით მეტს მიაღწია სამწვრთნელო ასპარეზზე, განსაკუთრებით კი ტურინის იუვენტუსში გატარებულ 10 წელიწადში, 1976 წლის 1 ივლისიდან 1986 წლის 30 ივნისის ჩათვლით:

6 სკუდეტო…
2 იტალიის თასი…
ჩემპიონთა თასი…
თასების მფლობელთა თასი…
უეფას თასი…
ევროპის სუპერთასი…
საკონტინენტთაშორისო თასი…

იუვეს ის მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა და კიდევ ერთხელ მოიგო უეფას თასი, ტურინული გრანდის გარდა კი დიდ წარმატებებს მიაღწია მილანის ინტერში, მიუნხენის ბაიერნში, ლისაბონის ბენფიკაში, ზალცბურგის რედ ბულში…

ტრაპატონი ერთ-ერთია იმ 5 მწვრთნელს შორის, რომლებსაც 4 ქვეყნის ჩემპიონატი მოუგიათ. დიდმა იტალიელმა სამშობლოს გარდა გერმანიაში, პორტუგალიასა და ავსტრიაში გაიხარა.

ტრაპატონი ასევე ერთადერთია, რომელმაც როგორც ევროპული კლუბის მწვრთნელმა, ყველა საერთაშორისო საკლუბო თასი მოიგო!

ტრაპატონი ისევ და ისევ ერთადერთია, რომელმაც ყველა საერთაშორისო ტიტული ერთ კლუბში მოიპოვა – იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის რანგში!

და ბოლოს: ტრაპატონი ერთადერთია, ვინც ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიგო ჩემპიონთა, თასების მფლობელთა და საკონტინენტთაშორისო თასები!

საკლუბოსგან განსხვავებით, დონ ჯოვანი ნაკლებად წარმატებული გამოდგა სანაკრებო ასპარეზზე: მისი იტალია მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატს 1/8ფინალში გამოეთიშა, ევრო 2004ზე კი ჯგუფში ჩარჩა.

სამაგიეროდ, 2012 წელს ირლანდიის ნაკრები 24წლიანი შესვენების შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

და კიდევ: ტრაპატონის მომზადებულმა სკუადრა აძურამ და ირლანდიამ ყველა, ხუთივე თამაში მოუგო საქართველოს ნაკრებს:

2000.10.11 – იტალია 2:0 საქართველო (კორეა-იაპონია 2002ის შესარჩევი)
2001.06.02 – საქართველო 1:2 იტალია (კორეა-იაპონია 2002ის შესარჩევი
2008.09.06 – საქართველო 1:2 ირლანდია (სამხრეთ აფრიკა 2010ის შესარჩევი)
2009.02.11 – ირლანდია 2:1 საქართველო (სამხრეთ აფრიკა 2010ის შესარჩევი)
2013.06.02 – ირლანდია 4:0 საქართველო (ამხანაგური)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 17 მარტი)

ka_GEGeorgian