პრეზიდენტის ვაჟი
გუშინ ევროპალიგის ჯგუფური ტურნირის უკანასკნელი, VI ტურის თამაშები გაიმართა. H ჯგუფში მილანმა პრაღაში სპარტას 1:0 მოუგო, სელტიკმა კი 3:2 სძლია საფრანგეთის ლილს.
გლაზგოში გამართული შეხვედრის 71ე წუთზე ანგარიში ლილის ფორვარდმა ტიმოთი ვეამ გაათანაბრა – 2:2.
ეს ფაქტი იმიტომ აღვნიშნე, რომ ტიმოთი ევროპის 1995 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ჟორჟ ვეას ვაჟია და გუშინ მან პირველი გოლი გაიტანა ევროპის საკლუბო ტურნირებში (მე4 მატჩში).
1988-2001 წლებში ჟორჟ ვეა მონაკოს, პარი სენ-ჟერმენის, მილანის, ჩელსის და მარსელის ოლიმპიკის რიგებში თამაშობდა და ევროთასებზე ჩატარებულ 63 შეხვედრაში 35 გოლი შეაგდო, მათ შორის ბოლო ოლიმპიკის მაისურით… 21 წლის და 37 დღის წინ.
გეცოდინებათ: 2018 წლის 22 იანვრიდან ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტია და ის პირველი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელიც ამ თანამდებობაზე აირჩიეს.
რაც შეეხება ლიბერიის პრეზიდენტის ვაჟის კლუბს, სელტიკთან მარცხის მიუხედავად, ლილმა H ჯგუფში 11 ქულა მოაგროვა, მილანის შემდეგ II ადგილი დაიკავა და გაისად ფლეი-ოფში ითამაშებს.
და კიდევ: ტიმოთი ვეა… ამერიკის ნაკრების მოქალაქე და, შესაბამისად, ამ ქვეყნის ნაკრების წევრია – 17, 20 და 23წლამდელთა შორის 22 მატჩში 8 გოლი შეაგდო, ეროვნული გუნდში კი 2018 წლიდან უკვე 10ჯერ ითამაშა და ერთი გოლიც გაიტანა.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 11 დეკემბერი)
ფოტო: UEFA.com