ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოსთვის მზადაა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ყაზახეთშია და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. გუნდურ პირველობას დედაქალაქი ასტანა მასპინძლობს.

ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია – ასეთია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა. გუნდის კაპიტანი ელიზბარ უბილავა გახლავთ.

2015 წელს, ჩინეთის ქალაქ ჩენჯუში საქართველოს ნაკრებმა სწორედ ამ შემადგენლობით მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. იმ ტურნირზე გუნდმა 9 პარტიიდან 8 მოიგო, ერთი ყაიმით დაასრულა. ინდივიდუალური ოქროს მედლები მოიგეს ბელა ხოტენაშვილიმა (I დაფა) და მერი არაბიძემ (III). 2011 და 2017 წლებში საქართველო III იყო.

მსოფლიო ჩემპიონატში 10 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, ტურნირი კი წრიული სისტემით ტარდება. შეჯიბრება ხვალ დაიწყება და 14 მარტს დასრულდება. 10 მარტს მონაწილეები დაისვენებენ.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 4 მარტი)

ka_GEGeorgian