ქართველები ჩემპიონთა ლიგზე: აკტობე (ყაზახეთი) 3:0 დინამო

საქართველოს ჩემპიონი თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის აკტობესთან სტუმრად 0:3 დამარცხდა და წლევანდელი ევროსეზონი სამარცხვინოდ დაასრულა, ორი მატჩის ჯამში 0:4.

ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბი მეორედ გამოეთიშა ევროტურნირს გოლის გატანის გარეშე: 1995-96 წლების უეფას თასის გათამაშებაში დინამოელები ბულგარეთის ბოტევთან ორჯერ დამარცხდნენ 0:1.

აკტობესთან ორი წაგებით კლუბის ისტორიაში უსიამოვნო რეკორდი დაფიქსირდა: ევროთასებზე ასპარეზობის მანძილზე (1972 წლიდან) დინამომ პირველად ვერ მოახერხა ზედიზედ 4 შეხვედრაში გოლის გატანა.

შეგახსენებთ: შარშან, უეფას ევროპალიგის ფლეი-ოფში ქართველი ფეხბურთელები ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურმა პირწმინდად გაანადგურა – 0:5 თბილისში და 0:3 ლონდონში.

23 ივლისი, 2014. ჩემპიონთა ლიგა, II საკვალიფიკაციო ეტაპი. ყაზახეთი, აკტობე, ცენტრალნი. 13 000
აკტობე (ყაზახეთი) 3:0 დინამო
გოლები: 1:0 ალექსეი ანტონოვი (75), 2:0 იგორ ზენკოვიჩი (82), 3:0 აბატ აიმბეტოვი (90)
აკტობე: ანდრეი სიდელნიკოვი (კაპ), ალექსეი მულდაროვი, ტარას ცარიკაევი, დმიტრი მიროშნიჩენკო, მარკოს პიზელი (ასხატ ტაგიბერგენი 81), მარატ ხაირულინი, დანილო ნეკო (აბატ აიმბეტოვი 86), რობერტ არზუმანიანი, ვალერი კორობკინი, ანდერსონ მინეირო, ალექსეი ანტონოვი (იგორ ზენკოვიჩი 81)
მწვრთნელი: ვლადიმერ გაზაევი (რუსეთი)
დინამო: გიორგი ლორია (კაპ), ლაშა თოთაძე, ჩისკო, გიორგი მერებაშვილი (ოთარ მარცვალაძე 63), ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი პაპავა (პატრიკ ვუო 77), რადეკ დოსოუდილი, გიორგი გველესიანი, დავით ხურცილავა, ირაკლი ძარია, რაფა ჯორდა
მწვრთნელი: მიხალ ბილეკი (ჩეხეთი)
გაფრთხილება: ალექსეი ანტონოვი, ალექსეი მულდაროვი, ჩისკო, ლაშა თოთაძე, დავით ხურცილავა, გიორგი ლორია, პატრიკ ვუო
მსაჯები: ალიარ აღაევი; ზეინალ ზეინალოვი, ნამიკ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 23 ივლისი)
ფოტო: დინამო თბილისი

ka_GEGeorgian