ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა

ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს ლეგენდარული თავდამსხმელის რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა. ქალაქის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება 30 აპრილს მიიღო.

„მსურს ყველას მივულოცო ეს საამაყო გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ნაბიჯს წლების შემდეგ უფრო დავაფასებთ“, – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა.

რამაზ შენგელია 1957 წლის 1 აპრილს დაიბადა ქუთაისში და ფეხბურთელის კარიერაც იქვე დაიწყო. ის 1971-76 წლებში ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა, 1977-88 წლებში კი თბილისის დინამოს ფორვარდი გახლდათ.

შენგელია ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული – 1978 და 1981 წლებში! იყო სსრკ ჩემპიონი (1978 წელს) და თასის მფლობელი (1979), 1981 წელს კი უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგო!

1981-82 წლების სეზონში რამაზ შენგელია თასების მფლობელთა თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით. ის ერთადერთი ქართველია, რომელმაც ევროგათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ლეგენდარული თავდამსხმელი 2012 წლის 21 ივნისს, თბილისში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 1 მაისი)

ka_GEGeorgian