რამაზ შენგელიას მაისური საჩუქრად ქართული სპორტის მუზეუმს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის „რამაზ შენგელია“ პრეზენტაცია შედგა.

ღონისძიების შემდეგ სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის მეუღლემ, ქალბატონმა ლია შენგელიამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განთავსებულ ქართული სპორტის მუზეუმს რამაზ შენგელიას მაისური, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს მედალი, ფოტოალბომები და არქივი აჩუქა.

რამაზის ოჯახისთვის მისი ყველა პრიზი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ, ქართული სპორტის მუზეუმი ის ადგილია, სადაც ასეთი ნივთები უნდა ინახებოდეს. დარწმუნებული ვარ, რამაზიც ამავეს გააკეთებდა“, – განაცხადა ქალბატონმა ლიამ.

საჩუქრის გადაცემის სიმბოლურ ცერემონიას მუზეუმის მესვეურები, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, ნოდარ ხიზანიშვილი, გელა კეტაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია დაესწრნენ.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 4 მარტი)
ფოტო: 
ქართული სპორტის მუზეუმი

ka_GEGeorgian