ქიარან რიდი ოლ ბლექსს ეთხოვება

ქიარან რიდი ახალი ზელანდიის ნაკრებს იაპონიაში, მსოფლიო თასის დასრულებისთანავე გამოეთხოვება. უდიდესი სარაგბო ტურნირი ამომავალი მზის ქვეყანაში 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება.

33 წლის რიდს 118-ჯერ დაუცავს ოლ ბლექსის ღირსება და 2-ჯერ აღმართა მთავარი სარაგბო თასი – 2011 და 2015 წლებში.

„ევროპული კლუბები მეპატიჟებოდნენ, თუმცა იაპონია ოჯახისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია. საინტერესოა ისიც, რომ იაპონელებმა გუნდის შენებაში სრულფასოვანი მონაწილეობა შემომთავაზეს, რაც მხოლოდ თამაშს არ გულისხმობს. ამ წინადადებამ ძალიან დამაინტერესა“, – განაცხადა რიდმა, რომელიც დღეს კრუზეიდერსის წევრია, მსოფლიო თასის შემდეგ კი კარიერას ტოიოტა ვერბლიცში გააგრძელებს.

ქიარან რიდი 2008 წლიდან თამაშობს ნაკრებში, 2015 წელს კი, რიჩი მაკქოას წასვლის შემდეგ, კაპიტნის სამკლაურიც მოირგო.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 6 მარტი)

ka_GEGeorgian