რიო 2016: 20 აგვისტო

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია!

ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა რიო 2016-ზე მეორე ოქრო მოიგო!

საქართველოს 36-ე ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს!

პირველად 2008 წლის შემდეგ, საქართველომ ოლიმპიადაზე ერთზე მეტი ოქროს მედალი მოიგო!

გვჯეროდა! ველოდით! მოვიგეთ!

ლადოსთან ერთად გუშინ მთელმა საქართველომ გაიმარჯვა! დიახ, მთელმა საქართველომ, რადგან არ მეგულება გულშემატკივარი, ვინც წუხანდელი რეპორტაჟი გამოტოვა! დიდი ამბავი იყო აწ უკვე 36-ე ოლიმპიური ჩემპიონის მშობლიურ ქალაქ გორში – დიდი თუ პატარა ელოდა ფავორიტის ზეობას და ასე იყო არა მარტო გორში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში… და ეს, გულწრფელად ვიტყვი: დიდებულია!

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 25 წლისაა.

25 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის 2014 და 2016 წლების ჩემპიონატის გამარჯვებულია, ამავე ტურნირის ვერცხლის პრიზიორი 2011 წელს და ბრინჯაოსი 2013 წელს!

25 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორი და 2014 წლის მეორეადგილოსანია!

25 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია!

25 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2016 წლის 19 აგვისტოს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა! და ოლიმპიურ ჩემპიონად დარჩება მარად, რადგან გუშინ მან მოიგო ტიტული, რომელიც არასდროს ხუნდება და უფასურდება!

25 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ყველა დიდი ტურნირის მომგები ფალავანი ქართული სპორტის მშვენება და სიამაყეა!

„ჩემი ოცნება ახდა! ეს არის საუკეთესო შეგრძნება, რაც კი განმიცდია“! – ოლიმპიური ოქროს მედლის მოგების შემდეგ ჩემპიონს ბევრი არ უსაუბრია. არც იყო საჭირო. იმ დროს, იმ წუთებში მის სიტყვებზე მნიშვნელოვანი კარიოკა არენა 2-ში მისი გამარჯვების აღსანიშნავად აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა და აჟღერებული ჰიმნი იყო.

ამისთვის გულწრფელი მადლობა ლადოს!

და თუ ოლიმპიურ ჩემპიონს მადლობას ვწირავთ, არ შეიძლება მადლიერების სიტყვებით არ მოვიხსენიოთ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თავადაც ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი; ლადოს პირადი მწვრთნელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული ბატონი ნუგზარ სხირელი; ჭიდაობის ფედერაციის მესვეურები და ყველა ის ადამიანი, რომელთა საერთო ძალისხმევა გუშინ ოლიმპიური ოქროს მედლით დაფასდა!

„სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას! დღეს ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვართ! ვფიქრობ, ქართველებზე ბედნიერი ამ წუთებში, ალბათ, არავინაა! ვულოცავ ყველას, პირველ რიგში კი თავად ოლიმპიურ ჩემპიონს ლადო ხინჩეგაშვილს! მის სამწვრთნელო შტაბს, ჭიდაობის ფედერაციას, გულშემატკივრებს! მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უდიდეს წარმატებაში! დღეს ჩვენ ყველანი ამაყები ვართ! სწორედ ასეთი ბედნიერი წუთები სჭირდება ჩვენ ქვეყანას“! – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რომელიც მოჭიდავეთა შეჯიბრს დაესწრო.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილიკარიოკა არენის ტრიბუნებზე მასთან ერთად იყვნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ამავე სახეობაში ბარსელონა 92-ის ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი; მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე; სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი; სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი; სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, სეულის 1988 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული და ზედიზედ მე-8(!) ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნინო სალუქვაძე; ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული მანუჩარ კვირკველია; ლეგენდარული ძალოსანი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი…

ლადოს ძალიან ბევრი გულშემატკივრობდა! ქართული სპორტის სათავეებთან მდგარი ეს პატივცემული ხალხი და მათი სტატუსი კი ერთადერთი მიზეზით შეგახსენეთ: ურთიერთთანამშრომლობით და თანადგომით ყველაფერია შესაძლებელი.

საქართველოს სახელმწიფო ღერბსაც ხომ ეს ბრძნული შეგონება ამშვენებს: ძალა ერთობაშია!

„ოლიმპიადა მხოლოდ ტელევიზიით და გადმოცემით ვიცოდი. საკუთარი თვალით ნანახმა კი ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი – ოლიმპიადა მართლაც უდიდესი ფორუმია! შანსი როცა მოგეცემა, უნდა გამოიყენო. აქ სწორედ მაქსიმუმისთვის ვიყავი და ამ პრინციპით გავედი სარბიელზე, თუმცა ფინალში გასული მხოლოდ ვერცხლს დავჯერდი. მართალია ბევრი სპორტსმენისთვის სანატრელი ოლიმპიური ვერცხლის მედალი უკვე მოპოვებული მაქვს, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ბრძოლის ჟინი არ გამნელებია და არც გამინელდება, სანამ მიზანს არ მივაღწევ“, – ეს სიტყვები ლადომ 2012 წლის სექტემბერში განუცხადა გაზეთ ლელოს ჟურნალისტს, ვასილ ბალახაძეს.

ვისაც ლონდონური ფინალი ახსოვს, მსაჯების უნამუსობაც ემახსოვრება: რუს ჯამალ ოთარსულტანოვთან გადამწყვეტ პაექრობაში, ლადოს მეორე პერიოდის მიწურულს შესრულებული ილეთი არ ჩაუთვალეს, მეტიც, ნუგზარ სხირელის პროტესტი არ გაითვალისწინეს და ქულა რუსს მიანიჭეს. ოთარსულტანოვი ჩემპიონი გახდა, ბატონმა ნუგზარმა კი ყველას გასაგონად თქვა: ჩემთვის ლადოა ოლიმპიური ჩემპიონი!

ლონდონური ფინალის მსაჯების უსაქციელობა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამაც აღიარა, ის არბიტრები ერთი წლით მოკვეთეს, მაგრამ ამით ლადოს ოლიმპიური მედალი არ შეცვლილა – საამაყო, მაგრამ მაინც ვერცხლი ვერცხლად დარჩა.

თუმცა, გავიდა 4 წელიწადი და ოლიმპიური ვერცხლი თავად ქართველმა ფალავანმა და მისმა მწვრთნელმა გადაცვალეს ოქროზე! მოთმინებით, შრომით, მიზანდასახულობით და ბრწყინვალე ჭიდაობით!

რიო დე ჟანეიროში ლადოს პირველი მეტოქე ყაზახი ნურისლამ სანაიევი გახლდათ. გააზრებული ტაქტიკა, აუღელვებელი ჭიდაობა და 4:3 – ლადო 1/4-ფინალში გავიდა!

მომდევნო მეტოქე აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი იყო, ლადოს დარად მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, თუმცა „ზედა“ – 61კგ წონაში. მას შემდეგ აზერბაიჯანელმა ლადოს წონაში გადაინაცვლა და ახალ კატეგორიაში წლევანდელი ევროპირველობის ბრინჯაოც მოიგო. 5:3 და ქართველი 1/2-ფინალში გავიდა!

როცა ალიევთან ლადოს ბრძოლას ვიხსენებ (და ეს ზუსტად რომ ბრძოლა იყო ნაცვლად სამართლიანი ჭიდაობისა), კორეელი არბიტრის არცთუ ლამაზი საქციელი მახსენდება, როცა მან მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონს 2 ქულა არ მიანიჭა და გადაწყვეტილება მხოლოდ ნუგზარ სხირელის პროტესტის შემდეგ შეცვალა. გულდასაწყვეტია, რომ სპორტის ეს ლამაზი და ანტიკური სახეობა ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა უსამართლო ფსევდო-არბიტრებისგან…

საჭიდაო ხალიჩაზე მესამედ გასული ლადოს წინააღმდეგ ბულგარელი ვლადიმირ დუბოვი ვიხილეთ, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი და 2013 წელს თბილისში გამართული ევროპირველობის ვიცე-ჩემპიონი.

ვიყოთ სამართლიანები: დუბოვმა კარგად დაიწყო და მოხდენილი ილეთებით მალე 4:0-იც დაწინაურდა. მაგრამ ეს იყო და ეს: ლადო მთელი ძალით ამოქმედდა და მსაჯის საფინალო სასტვენისთვის ტაბლოზე უკვე 8:4 ენთო მის სასარგებლოდ!

ვერცხლის მედალი განაღდებული იყო, თუმცა ლადო რიოში II ადგილის დასაკავებლად რომ არ იყო ჩასული, ეს მისმა გულშემატკივრებმა ძალიან კარგად ვიცოდით – ისიც და ჩვენც, მთელი საქართველო მხოლოდ ოქროს ველოდით!

და ვინ იყო ფინალში მეტოქე? 20 წლის იაპონელი რეი ჰიგუჩი, ტურნირის აღმოჩენა, რომელმაც საკვალიფიკაციოდან დაიწყო ასპარეზობა, 1/2-ფინალში კი ტიტულიანი ირანელი ჰასან რაჰიმი დაამარცხა.

პირველი პერიოდი რეი ჰიგუჩიმ მოიგო, მაგრამ ფინალი ლადომ – 4:3!

და ლადო ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენმა მწვერვალი დაიპყრო!

და ქართული ჭიდაობის ლეგენდების, თავისუფალი სტილით ოლიმპიური ჩემპიონების დავით ციმაკურიძის (ჰელსინკი, 1952), მირიან ცალქალამანიძის (მელბურნი, 1956), ლევან თედიაშვილის (მიუნხენი, 1972 და მონრეალი, 1976), დავით გობეჯიშვილის (სეული, 1988), ლერი ხაბელოვის (ბარსელონა, 1992) და რევაზ მინდორაშვილის (პეკინი, 2008) გვერდით დადგა!

ლადო რიო 2016-ის მე-2 ქართველი ჩემპიონია!

ლადო 36-ე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია!

ვულოცავ მას და ყველა თქვენგანს!

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 20 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი www.olympic.org/rio-2016

ხინჩეგაშვილიმედალოსნები: 19 აგვისტო
ბადმინტონი
ვაჟები – წყვილები
1.ჟან ნანი და ფუ ჰაიფენი (ჩინეთი)
2.გო ვ შემი და ტან ვეე კიონგი (მალაიზია)
3.მარკუს ელისი და ქრის ლენგრიჯი (დიდი ბრიტანეთი)
გოგონები
1.კაროლინა მარინი (ესპანეთი)
2.პ ვ სინდჰუ (ინდოეთი)
3.ნოზუმი ოკუჰარა (იაპონია)

ბალახის ჰოკეი
გოგონები
1.დიდი ბრიტანეთი (1.მედი ჰინჩი, 4.ლაურა ანსუორსი, 5.კრისტა კალენი, 6.ჰანა მაკლეოდი, 7.ჯორჯი ტვიგი, 8.ჰელენ რიჩარდსონ-უოლში, 9.სუზანა თაუნსენდი, 11.კეიტ რიჩარდსონ-უოლში, 13.სემ ქუეკი, 15.ალექს დენსონი, 18.ჯიზელ ენსლი, 19.სოფი ბრეი, 20.ჰოლი უები, 24.შონა მაკელინი, 26.ლილი ოუსლი, 28.ნიკოლა უაითი; მწვრთნელი: დენი კერი)
2.ნიდერლანდები (1.ჯოის სომბრეკი, 3.შან დე ვაარდი, 4.კიტი ვან მალე, 6.ლორიენ ლორინკი, 7.ვილემინ ბოსი, 8.მარლო კეეტელსი, 9.ქერლინ დირკსე ვან დე ჰუველი, 10.კელი იონკერი, 11.მარია ვერშოორი, 12.ლიდევაი ველტენი, 13.კაია ვან მაასაკერი, 17.მაარტი პაუმენი, 18.ნაომი ვან ასი, 19.ელენ ჰოოგი, 23.მარგო ვან გეფენი, 24.ევა დე გოედე, მწვრთნელი: ელისონ ენანი)
3.გერმანია (4.ნიკე ლორენცი, 5.სელინ ორუზი, 8.ანე შრიოდერი, 11.ლიზა შუცე, 12.შარლოტ სტეფენჰორსტი, 13.კატარინა ოტე, 14.იანე მიულერ-ველანდი, 15.ჰანა კრიუგერი, 17.იანა ტეშკე, 18.ლიზა ჰანი, 21.ფრანცისკა ჰაუკე, 22.სესილ პიპერი, 23.მარი მავერსი, 24.ანიკა სპრინკი, 28.ჯულია მიულერი, 29.პია-სოფი ოლდჰაფერი, 32.კრისტინა რეინოლდსი; მწვრთნელი: ჯემილონ მიულდერსი)

ველოსპორტი
ვაჟები – BMX
1.კონორ ფილდსი (აშშ) – 34.643წმ
2.იელ ვან გორკომი (ნიდერლანდები) – 35.316წმ
3.კარლოს რამირესი (კოლუმბია) – 35.517წმ
გოგონები – BMX
1.მარიანა პახონი (კოლუმბია) – 34.093წმ
2.ალის პოსტი (აშშ) – 34.435წმ
3.სტეფანი ერნანდესი (ვენესუელა) – 34.755წმ

თავისუფალი ჭიდაობა
ვაჟები – 57კგ
1.ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
2.რეი ჰიგუჩი (იაპონია)
3.ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი) და ჰასან რაჰიმი (ირანი)
*-ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
1/8 – ნურისლამ სანაიევი (ყაზახეთი) – 4:3
1/4 – ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი) – 5:3
1/2 – ვლადიმირ დუბოვი (ბულგარეთი) – 8:4
ფ – რეი ჰიგუჩი (იაპონია) – 4:3
ვაჟები – 74კგ
1.ჰასან იაზდანი (ირანი)
2.ანიუარ გედუევი (რუსეთი)
3.ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი) და სონერ დემირთაში (თურქეთი)
*-იაკობ მაქარაშვილი
1/8 – გეორგი ივანოვი (ბულგარეთი) – 13:8
1/4 – ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი) – 0:11

თანამედროვე ხუთჭიდი
გოგონები
1.ქლოი ესპოზიტო (ავსტრალია) – 1 372 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.ელოდი კლოველი (საფრანგეთი) – 1 356
3.ოკტავია ნოვაცკა (პოლონეთი) – 1 349

კრივი
გოგონები – 60კგ
1.ესტელ მოსელი (საფრანგეთი)
2.იუინ ჟუნჰუა (ჩინეთი)
3.მირა პოტკონენი (ფინეთი) და ანასტასია ბელიაკოვა (რუსეთი)

მძლეოსნობა
ვაჟები – 4X100მ
1.იამაიკა (ასაფა პაუელი, იოჰან ბლეიკი, ნიკელ ეშმეადე, უსეინ ბოლტი, კემარ ბეილი-კოული, ჯევონ მინზი) – 37.27წმ
2.იაპონია (რიოტა იამაგატა, შოთა იიზუკა, იოშიჰიდე კირუუ, ასუკა კემბრიჯი) – 37.60წმ
3.კანადა (აკიმ ჰეინსი, აარონ ბრაუნი, ბრენდონ როდნი, ანდრე დე გრასი, მობოლადე აჯომალე) – 37.64წმ
ვაჟები – სპორტული სიარული, 50კმ
1.მატეი ტოთი (სლოვაკეთი) – 3:40:58სთ
2.ჯარედ ტალენტი (ავსტრალია) – 3:41:16სთ
3.ჰიროოკი არაი (იაპონია) – 3:41.24სთ
ვაჟები – უროს ტყორცნა
1.დილშოდ ნაზაროვი (ტაჯიკეთი) – 78.68მ
2.ივან ციხანი (ბელარუსი) – 77.79მ
3.ვოიცეხ ნოვიცკი (პოლონეთი) – 77.73მ
გოგონები – 5 000მ
1.ვივიენ შერუიო (კენია) – 14:26.17წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ჰელენ ონსანდო ობირი (კენია) – 14:29.77წთ
3.ალმაზ აიანა (ეთიოპია) – 14:33.59წთ
გოგონები – 4X100მ
1.აშშ (ტიანა ბარტოლეტა, ელისონ ფელიქსი, ინგლიშ გარდნერი, ტორი ბოუი, მოროლაკე აკინოსუნი) – 41.01წმ
2.იამაიკა (ქრისტანია უილიამსი, ელეინ თომპსონი, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი, ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი, კერონ სტიუარტი,
სიმონე ფეისი, შაშალე ფორბსი) – 41.41წმ
3.დიდი ბრიტანეთი (ეშა ფილიპი, დეზირე ჰენრი, დინა ეიშერ-სმითი, დერილ ნეიტა) – 41.77წმ
გოგონები – სპორტული სიარული, 20კმ
1.ლიუ ჰონი (ჩინეთი) – 1:28:35სთ
2.მარია გვადალუპე გონსალესი (მექსიკა) – 1:28:37სთ
3.ლიუ შიუჟი (ჩინეთი) – 1:28:42სთ
გოგონები – ჭოკით ხტომა
1.კატერინა სტეფანიდი (საბერძნეთი) – 4.85მ
2.სანდი მორისი (აშშ) – 4.85მ
3.ელიზა მაკარტნი (ახალი ზელანდია) – 4.80მ

მხატვრული ცურვა
გუნდები
1.რუსეთი (ვლადა ჩიგირიევა, ნატალია იშჩენკო, სვეტლანა კოლესნიჩენკო, ალექსანდრა პაცკევიჩი, სვეტლანა რომაშინა, ალა შიშკინა, მარია შუროჩკინა, გელენა ტოპილინა, ელენა პროკოფიევა) – 196.1439 ქულა
2.ჩინეთი (გუ შიაო, გუო ლი, ლი შიაოლუ, ლიან შინპინი, სუნ ვენიანი, ტან მენნი, იუინ შენშინი, ჟენ ჟენი, უან შუენშენი) – 192.9841 ქულა
3.იაპონია (აიკა ჰაკოიამა, იუკიკო ინუი, კეი მარუმო, რისაკო მიცუი, კანამი ნაკამაკი, მაი ნაკამურა, კანო ომატა, კურუმი იოშიდა, აიკო ჰაიაში) – 189.2056 ქულა

ტაეკვონდო
ვაჟები – 80კგ
1.შეიკ სალა სისე (კოტ დ’ივუარი)
2.ლუტალო მუჰამედი (დიდი ბრიტანეთი)
3.უსამა უესლატი (ტუნისი) და მილად ბეიგი (აზერბაიჯანი)
გოგონები – 67კგ
1.ო ჰეი-რი (სამხრეთი კორეა)
2.აბი ნიარე (საფრანგეთი)
3.რუთ გბაგბი (კოტ დ’ივუარი) და ნურ ტატარი (თურქეთი)

ფეხბურთი
გოგონები
1.გერმანია (1.ალმუთ შულტი, 2.ჯოზეფინ ჰენინგი, 3.სასკია ბარტუსიაკი, 4.ლეონი მაიერი, 5.ანიკე კრანი, 6.სიმონე ლოდერი, 7.მელანი ბერინგერი, 8.ლენა გოსლინგი, 9.ალექსანდრა პოპი, 10.ჯენიფერ მაროშანი, 11.ანია მიტაგი, 12.ტაბეა კემე, 13.სარა დაბრიცი, 14.ბაბეტ პეტერი, 15.მენდი ისლაკერი, 16.მელანი ლოპოლცი, 17.იზაბელ კერშოვსკი, 18.ლაურა ბენკართი, 19.სვენია ჰუთი; მწვრთნელი: სილვია ნიდი)
2.შვედეთი (1.ჰედვიგ ლინდალი, 2.იონა ანდერსონი, 3.ლინდა სემბრანტი, 4.ემა ბერგლუნდი, 5.ნილა ფიშერი, 6.მაგდალენა ერიკსონი, 7.ლიზა დალკვისტი, 8.ლოტა შელინი, 9.კოსოვარე ასლანი, 10.სოფია იაკობსონი, 11.სილა ბლეკსტენიუსი, 12.ოლივია შოგი, 13.ფრიდოლინა როლფო, 14.ემილია აპელკვისტი, 15.ჯესიკა სამუელსონი, 16.ელინ რუბენსონი, 17.კაროლინე სეგერი18.ჰილდა კარლენი, 19.პაულინ ჰამარლუნდი; მწვრთნელი: პია სუნდეიჯი)
3.კანადა (1.სტეფანი ლაბე, 2.ელიშა ჩეპმენი, 3.კადეიშა ბუჩენენი, 4.შელინა ზადორსკი, 5.რებეკა ქუინი, 6.დინ როუზი, 7.რაიან უილკინსონი, 8.დიანა მეთისონი, 9.ჯოსი ბელანჟე, 10.ეშლი ლოურენსი, 11.დეზირე სკოტი, 12.ქრისტინ სინკლერი, 13.სოფი შმიდტი, 14.მელისა ტანკრედი, 15.ნიჩელ პრინსი, 16.ჯენინ ბეკი, 17.ჯესი ფლემინგი, 18.საბრინა დ’ანჯელო; მწვრთნელი: ჯონ ჰერდმანი)

ცხენოსნობა
კონკური
1.ნიკ სკელტონი (დიდი ბრიტანეთი)
2.პედერ ფრედრიკსონი (შვედეთი)
3.ერიკ ლემაზი (კანადა)

წყალბურთი
გოგონები
1.აშშ (სამანტა ჰილი, მედი მუსელმენი, მელისა საიდემანი, რეიჩელ ფატალი, კეროლინ კლარკი, მეგი სტეფენსი, კორტნი მეთიუსონი, კელი ნოშული, არია ფიშერი, კელეიგ გილქრისტი, მაკენზი ფიშერი, კამი კრეიგი, ეშლი ჯონსონი; მწვრთნელი: ადამ კრიკორიანი)
2.იტალია (ჯულია გორლერო, კიარა ტაბანი, არიანა გარიბოტი, ელისა კუეიროლო, ფედერიკა რადიჩი, როსარიო აიელო, ტანია დი მარიო, რობერტო ბიანკონი, ჯულია ენრიკა ემოლო, ფრანჩესკა პომერი, ალექსანდრა კოტი, ტერესა ფრასინეტი, ლაურა ტეანი; მწვრთნელი: ფაბიო კონტი)
3.რუსეთი (ანია უსტიუხინა, მარია ბორისოვა, ეკატერინა პროკოფიევა, ელვინა კარიმოვა, ნაძეჟდა ფედოტოვა, ოლგა ბელოვა, ეკატერინა ლისუნოვა, ანასტასია სიმანოვიჩი, ანა ტიმოფეევა, ევგენია სობოლევა, ევგენია ივანოვა, ანა გრინევა, ანა კარნაუხი; მწვრთნელი: ალექსანდრ გაიდუკოვი)

ka_GEGeorgian