რონალდინიო – ყველას ფავორიტი!

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს მხოლოდ ბებერი კონტინენტის საფეხბურთო გამოცემები არ ასახელებენ: ურუგვაის ელ პაისი 1991 წლიდან ავლენს ევროპის საუკეთესო მოთამაშეს და მას ტიტულით – ევროპის ფეხბურთის მეფე – აჯილდოვებს.

გუშინ სამხრეთამერიკულმა გამოცემამ 2006 წლის რეფერენდუმის შედეგები გამოაქვეყნა: საუკეთესოდ ზედიზედ მესამედ დასახელდა ესპანეთის ბარსელონის და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავი რონალდინიო – მან ფაბიო კანავაროსა და ტიერი ანრის აჯობა.

რონალდინიომ დიდებული ფრანგი ფეხბურთელის ზინედინ ზიდანის რეკორდი გაიმეორა, რომელიც 2001-03 წლებში ზედიზედ 3ჯერ ფლობდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს. ისე კი, ზიდანი კვლავ რჩება რეკორდსმენად – ელ პაისის რეფერენდუმი მან 4ჯერ მოიგო!

ევროპის 2006 წლის საუკეთესო ფეხბურთელი
1.რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია) – 54 ქულა
2.ფაბიო კანავარო (იუვენტუსი, იტალია/რეალი, ესპანეთი; იტალია) – 43
3.ტიერი ანრი (არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი) – 35
4.კაკა (მილანი, იტალია; ბრაზილია) – 34
5.დიდიე დროგბა (ჩელსი, ინგლისი; კოტ დივუარი) – 32
6.ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია; იტალია) – 31
7.ფრენკ ლამპარდი (ჩელსი, ინგლისი; ინგლისი) – 30
8.ჯონ ტერი (ჩელსი, ინგლისი; ინგლისი) – 29
9.ჯანლუკა ძამბროტა (ბარსელონა, ესპანეთი; იტალია) – 27
10.ანდრეა პირლო (მილანი, იტალია; იტალია) – 22

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ელ პაისი)
2006 რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2005 რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2004 რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2003 ზინედინ ზიდანი (რეალი, ესპანეთი; საფრანგეთი)
2002 ზინედინ ზიდანი (რეალი, ესპანეთი; საფრანგეთი)
2001 ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი, იტალია/რეალი, ესპანეთი; საფრანგეთი)
2000 ლუიშ ფიგუ (რეალი, ესპანეთი; პორტუგალია)
1999 რივალდო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
1998 ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი, იტალია; საფრანგეთი)
1997 რონალდო (ინტერი, იტალია; ბრაზილია)
1996 რონალდო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
1995 ჟორჟ ვეა (მილანი, იტალია; ლიბერია)
1994 პაოლო მალდინი (მილანი, იტალია; იტალია)
1993 რობერტო ბაჯო (იუვენტუსი, იტალია; იტალია)
1992 მარკო ვან ბასტენი (მილანი, იტალია; ჰოლანდია)
1991 ჟან-პიერ პაპენი (მარსელი, საფრანგეთი; საფრანგეთი)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 1 სექტემბერი)

ka_GEGeorgian