რონალდუ ჟურნალისტთა რჩეულია

ინგლისის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციამ (FWA) ტრადიციული გამოკითხვის შედეგები შეაჯამა და 2007-08 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა – მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელმა ნახევარცველმა კრიშტიანუ რონალდუმ შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა!

მიმდინარე სეზონი რონალდუმ ბრწყინვალედ ჩაატარა, ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის ჩემპიონატის გამარჯვებული, 31 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა და კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუძღვა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ასევე მეორედ დაასახელა საუკეთესოდ ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 47 ოფიციალურ მატჩში 41 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სერ სტენლი მეტიუზის, დენი ბლენჩფლაუერის, კენი დალგლიშის, ჯონ ბარნსის და გარი ლინეკერის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ მე6 ფეხბურთელია, რომელმაც საუკეთესოს ტიტული 2ჯერ მოიპოვა. ამ მხრივ რეკორდსმენია ლონდონის არსენალის ფრანგი გოლეადორი ტიერი ანრი, რომელმაც ჟურნალისტთა გამოკითხვა 2003, 2004 და 2006 წლებში მოიგო.

ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელები (FWA)
2008 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია)
2007 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია)
2006 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი; საფრანგეთი)
2005 ფრენკ ლამპარდი (ლონდონის ჩელსი)
2004 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი; საფრანგეთი)
2003 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი; საფრანგეთი)
2002 რუუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერ იუნაიტედი; ჰოლანდია)
2001 ტედი შერინგემი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2000 როი კინი (მანჩესტერ იუნაიტედი; ირლანდია)
1999 დავიდ ჟინოლა (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური; საფრანგეთი)
1998 დენის ბერხკამპი (ლონდონის არსენალი; ჰოლანდია)
1997 ჯანფრანკო ძოლა (ლონდონის ჩელსი; იტალია)
1996 ერიკ კანტონა (მანჩესტერ იუნაიტედი; საფრანგეთი)
1995 იურგენ კლინსმანი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური; გერმანია)
1994 ალან შირერი (ბლექბერნ როვერსი)
1993 კრის უოდლი (შეფილდ უენსდი)
1992 გარი ლინეკერი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური)
1991 გორდონ სტრაჩანი (ლიდს იუნაიტედი; შოტლანდია)
1990 ჯონ ბარნსი (ლივერპული)
1989 სტივ ნიკოლი (ლივერპული; შოტლანდია)
1988 ჯონ ბარნსი (ლივერპული)
1987 კლაივ ალენი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური)
1986 გარი ლინეკერი (ლივერპულის ევერტონი)
1985 ნევილ საუთჰოლი (ლივერპულის ევერტონი; უელსი)
1984 იან რაში (ლივერპული; უელსი)
1983 კენი დალგლიში (ლივერპული; შოტლანდია)
1982 სტივ პერიმენი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური)
1981 ფრანს თისენი (იფსვიჩ თაუნი; ჰოლანდია)
1980 ტერი მაკდერმოტი (ლივერპული)
1979 კენი დალგლიში (ლივერპული; შოტლანდია)
1978 კენი ბარნსი (ნოტინგემ ფორესტი; შოტლანდია)
1977 ემილინ ჰიუზი (ლივერპული)
1976 კევინ კიგანი (ლივერპული)
1975 ალან მალერი (ლონდონის ფულემი)
1974 იან კალაჰანი (ლივერპული)
1973 პატ ჯენინგსი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური; ჩრდილოეთი ირლანდია)
1972 გორდონ ბენქსი (სტოკ სიტი)
1971 ფრენკ მაკლინტოკი (ლონდონის არსენალი; შოტლანდია)
1970 ბილი ბრემნერი (ლიდს იუნაიტედი; შოტლანდია)
1969 დეივ მაკეი (დერბი ქაუნთი; შოტლანდია) და ტონი ბუკი (მანჩესტერ სიტი)
1968 ჯორჯ ბესტი (მანჩესტერ იუნაიტედი; ჩრდილოეთი ირლანდია)
1967 ჯეკი ჩარლტონი (ლიდს იუნაიტედი)
1966 ბობი ჩარლტონი (მანჩესტერ იუნაიტედი)
1965 ბობი კოლინზი (ლიდს იუნაიტედი; შოტლანდია)
1964 ბობი მური (ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედი)
1963 სტენლი მეტიუზი (სტოკ სიტი)
1962 ჯიმი ადამსონი (ბარნლი)
1961 დენი ბლენჩფლაუერი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური; ჩრდილოეთი ირლანდია)
1960 ბილ სლეიტერი (ვულვერჰემპტონ უონდერერზი)
1959 სიდ ოუენი (ლუთონ თაუნი)
1958 დენი ბლენჩფლაუერი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური; ჩრდილოეთი ირლანდია)
1957 ტომ ფინეი (პრესტონ ნორს ენდი)
1956 ბერტ ტრაუტმანი (მანჩესტერ სიტი; გერმანია)
1955 დონ რივი (მანჩესტერ სიტი)
1954 ტომ ფინეი (პრესტონ ნორს ენდი)
1953 ნეტ ლოფთჰაუსი (ბოლტონ უონდერერზი)
1952 ბილი რაიტი (ვულვერჰემპტონ უონდერერზი)
1951 ჰარი ჯონსტონი (ბლექპული)
1950 ჯო მერსერი (ლონდონის არსენალი)
1949 ჯონი კარეი (მანჩესტერ იუნაიტედი; ირლანდია)
1948 სტენლი მეტიუზი (ბლექპული)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 19 მაისი)

ka_GEGeorgian