რონალდუს მორიგი რეკორდი – 14!

იტალიის თასის 1/4-ფინალში იუვენტუსმა 3:1 დაამარცხა რომა და ერთწლიანი შესვენების შემდეგ ნახევარფინალში გავიდა. ტურინის ალიანც სთედიუმზე შეკრებილი ტიფოზები კრიშტიანუ რონალდუმ, როდრიგო ბენტანკურმა და ლეონარდო ბონუჩიმ გაახარეს.

ტურინელთა პორტუგალიელი გოლეადორი ბრწყინვალე ფორმაშია: სერია ა-ს ზედიზედ 7 ტურში გოლების შემდეგ, ახლა თასზეც გამოიჩინა თავი. 2020 წელს მან 4 მატჩში უკვე 7 გოლი გაიტანა! და ტრადიციულად, ერთი საინტერესო მიღწევაც მიითვალა: მე-14 საკლუბო ტურნირში გაიტანა!

კარიერის გარიჟრაჟზე, ლისაბონის სპორტინგში თამაშისას, რონალდუმ პრიმერა ლიგასა და თასზე შეაგდო 5 ბურთი.

მანჩესტერ იუნაიტედში გადასულმა პრემიერლიგაში, ინგლისის თასზე და ლიგის თასზე, ასევე ჩემპიონთა ლიგასა და ფიფას საკლუბო ჩემპიონატში გაიტანა გოლები.

რეალის მაისურით კიდევ რამდენიმე ტურნირი დაუმატა ჩამონათვალს: ლა ლიგა, ესპანეთის თასი, სუპერთასი და ევროპის სუპერთასი.

იუვენტუსის შემადგენლობაში კი სერია ა-ში და იტალიის სუპერთასზე შეაგდო, გუშინ კი თასის მატჩშიც გაიხარა.

კრიშტიანუ რონალდუმ საკლუბო კარიერაში 16 ტურნირზე 831 მატჩში 620 ბურთი შეაგდო. ორი შეჯიბრება, სადაც პორტუგალიელს უთამაშია, მაგრამ გოლი არ გაუტანია, ინგლისის სუპერთასი და უეფას ევროპალიგაა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 23 იანვარი)

ka_GEGeorgian