საქართველო ბაქოსთვის მზადაა

21 ივლისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტს აიღებს ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, სადაც სპორტის 10 (ველოსპორტი, კალათბურთი, მძლეონობა, სპორტული ტანვარჯიში, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ჭიდაობა, ხელბურთი) სახეობაში 49 ქვეყნის 3 600-მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში (ცურვა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 36 სპორტსმენი იასპარეზებს.

საქართველოს გუნდის შემადგენლობაში მოხვდნენ:

ცურვა: მამუკა შენგელია, გიორგი ერაძე
ველოსპორტი: გიორგი ქვაბელაშვილი, გიორგი ხორგუანი, საბა ურუშაძე
ჩოგბურთი: კატრინ ესაძე, ლიზი დოლიძე
მძლეოსნობა: მედეა შონია (სიგრძეზე ხტომა), გიორგი ყეინაშვილი (ბირთვის კვრა), გიორგი ქურიძე (სიმაღლეზე ხტომა), ნიკა ბოსტაღანაშვილი (ჭოკით ხტომა), მაქსიმ მარდასოვი (110მ თარჯრბენი)
ძიუდო: ნიკა ბაჩიაშვილი (50კგ), გუგა ამირხანაშვილი (55კგ), კოტე კაპანაძე (60კგ), ელგუჯა ჭინჭარაშვილი (66კგ), გიორგი იანტბელიძე (73კგ), აკაკი ჯაფარიძე (81კგ), თორნიკე ფოლადაშვილი (90კგ), გიგა ტატიაშვილი (+90კგ), ლოლიტა გაბუნია (44კგ), დიანა გაგოშიძე-ფილკინა (48კგ), მარიამ ლაფაჩიშვილი (63კგ), გვანცა სომხიშვილი (70კგ)
თავისუფალი ჭიდაობა: ნიკოლოზ სანთელაძე (45კგ), ლუკა გუგეშაშვილი (48კგ), ოთარ მამულაშვილი (51კგ), ბეჟან ბარსონიძე (55კგ), დავით აბდალაძე (60კგ), დავით ფაცინაშვილი (65კგ)
ბერძნულრომაული ჭიდაობა: დავით გვასალია (45კგ), ხვიჩა აბულაძე (48კგ), ნუკრი ბენიძე (51კგ), რომეო ბერიძე (55კგ), ნიკა ბროლაძე (60კგ), ნიკოლოზ მარგველაშვილი (65კგ)

ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 18 ივლისი)

ka_GEGeorgian