საქართველო ევროპაზე: ახლო წარსულის სამი ისტორია

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!
ვასილ მაისურაძის მომზადებულმა გუნდმა ურთულესი ელიტრაუნდიდან მოახერხა კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება!
I ტურში ფრე ესპანეთთან – 1:1, ორი დღის შემდეგ ბოლო წამებზე მოპოვებული გამარჯვება ინგლისთან – 1:0, მესამე და ძალიან მნიშვნელოვან თამაშში კი კვლავ 1:0 უკრაინასთან.
შეგახსენებთ: ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი სლოვენიაში 4 მაისს დაიწყება და 16 მაისს დასრულდება.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობას 10-წლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება: მესამედ და, ჯერჯერობით ბოლოჯერ, ფინალურ ეტაპზე 17-წლამდელებმა 2002 წელს იასპარეზეს კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით.
დღეს იმ 3 ტურნირს გავიხსენებთ, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე ქვეყნების დროშებს შორის ფრიალებდა.

1997, დებიუტი ევროპაზე – 16-წლამდელები გერმანიაში
მაისურაძის 17-წლამდელთა გუნდი საქართველოს მე-4 ასაკობრივი ნაკრებია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. პირველი, ვინც ასეთ წარმატებას მიაღწია, რევაზ გაგუას მომზადებული 16-წლამდელთა გუნდი იყო, რომელმაც ევრო 97-ზე ითამაშა.
1996 წლის ოქტომბერში იმ გუნდმა ორი საკვალიფიკაციო შეხვედრა ჩაატარა საბერძნეთში – ფრე მასპინძლებთან (4:4) და გამარჯვება ბულგარეთთან (4:0) – ჯგუფი მოიგო და გერმანიის საგზურიც მოიპოვა.
8 გოლიდან ლაშა ჯაკობიამ 4 გაიტანა – ბერძნებთან ჰეთ-თრიქი შეასრულა, რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულმა შალვა აფხაზავამ (კიევში, საწვრთნელ ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს) კი – 3. ფინალურ ეტაპზე რევაზ გაგუას გუნდი, სამწუხაროდ, სამივე მატჩში დამარცხდა, იმ ტურნირის ჩემპიონი კი ესპანეთი გახდა.

28 აპრილი, 1997. ევრო 1997 – ჯგუფი. გერმანია, პოლცი, ცენტრალური. 3 000
უნგრეთი 6:3 საქართველო
გოლები: ო.გველესიანი (2), ლ.ჯაკობია (22, 27)
საქართველო: გ.სომხიშვილი, გ.ლოლაძე, ვ.კაკაშვილი, ე.საჯაია, პ.ჩახუნაიშვილი (გ.დეკანოსიძე 70), ზ.ხიზანიშვილი (მ.სოსელია 50), ლ.ბურდული, ო.გველესიანი, შ.აფხაზავა (ი.შენგელია 75), ლ.ჯაკობია, ა.რომანაძე
მწვრთნელი: რევაზ გაგუა
გაფრთხილება: პ.ჩახუნაიშვილი, ზ.ხიზანიშვილი
მსაჯი: დ.შოლცი (შვეიცარია)

30 აპრილი, 1997. ევრო 1997 – ჯგუფი. გერმანია, ლიუბტვენი, ცენტრალური. 4 200
იტალია 5:3 საქართველო
გოლები: ლ.ჯაკობია (8), გ.დეკანოსიძე (60), ო.გველესიანი (63)
საქართველო: გ.სომხიშვილი, გ.ლოლაძე, ვ.კაკაშვილი, ჯ.სიამაშვილი, პ.ჩახუნაიშვილი (ი.შენგელია 70), ე.საჯაია, ლ.ბურდული, ო.გველესიანი, შ.აფხაზავა (გ.დეკანოსიძე 50), ლ.ჯაკობია, ა.რომანაძე
მწვრთნელი: რევაზ გაგუა
გაფრთხილება: ე.საჯაია, პ.ჩახუნაიშვილი
მსაჯი: ა.კორპოდიანი (რუმინეთი)

2 მაისი, 1997. ევრო 1997 – ჯგუფი. გერმანია, ნოიკლოსტერი, ცენტრალური. 3 200
ბელგია 5:1 საქართველო
გოლი: გ.დეკანოსიძე (42)
საქართველო: გ.კალანდია (გ.სომხიშვილი 10), ე.საჯაია, ვ.კაკაშვილი (მ.სოსელია 10), ჯ.სიამაშვილი, ო.გველესიანი, გ.ლოლაძე, ლ.ბურდული, გ.დეკანოსიძე, ზ.ხიზანიშვილი, ლ.ჯაკობია, ა.რომანაძე (ი.შენგელია 41)
მწვრთნელი: რევაზ გაგუა
გაძევება: ჯ.სიამაშვილი
მსაჯი: მ.ბოსათი (თურქეთი)

1999, მეორედ ევროპაზე – 18-წლამდელები შვედეთში
ორი წლის შემდეგ კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება ვახტანგ კოპალეიშვილის 18-წლამდელთა ნაკრებმა მოიპოვა.
შესარჩევში გუნდმა ბულგარეთს 2:1 სძლია, უნგრეთთან ფრედ 0:0 ითამაშა, ფლეი-ოფში კი, 2-მატჩიან დუელში ჩეხეთი დაამარცხა – ოპავაში ფრე 2:2, ბათუმში კი 2:1. სხვათა შორის, ჩეხეთის იმ ნაკრებში ევრო 2004-ის საუკეთესო ბომბარდირი მილან ბაროში და დორტმუნდის ბორუსიის და ლონდონის არსენალის ერთ-ერთი ლიდერი ტომაშ როსიცკიც თამაშობდნენ…
ევროპის 1999 წლის პირველობას 18-წლამდელთა შორის შვედეთმა უმასპინძლა. კოპალეიშვილის გუნდმა ჯგუფში ერთადერთი ქულა მოიპოვა – ირლანდიასთან, 2 მატჩი კი წააგო.
კონტინენტის ჩემპიონი პორტუგალია გახდა.

19 ივლისი, 1999. ევრო 1999 – ჯგუფი. შვედეთი, მუტალა, დროსტპარკი. 200
იტალია
2:0 საქართველო
გოლები: 1:0 რინალდინი (20), 2:0 სემიოლი (90)
საქართველო: ზ.ბათიაშვილი, ო.ხიზანეიშვილი, ზ.ხიზანიშვილი, ე.საჯაია, ს.დევიძე (ჯ.მუჯირი 46), ზ.მენთეშაშვილი, დ.დიღმელაშვილი, ო.გველესიანი, ლ.ნოზაძე (გ.მიქაძე 73), ო.კორღალიძე (ლ.ბურდული 68), გ.იმედაძე
მწვრთნელი: ვახტანგ კოპალეიშვილი
გაფრთხილება: ს.დევიძე, მ.ბლაზი, რინალდინი
მსაჯები: ტ.მიკულსკი (პოლონეთი); ფ.შარპი (ინგლისი), ა.ბერზინში (ლიტვა)

21 ივლისი, 1999. ევრო 1999 – ჯგუფი. შვედეთი, ფინსპანგი, გროსვადი. 575
ირლანდია 3:3 საქართველო
გოლები: 1:0 ბარეტი (4), 1:1 ზ.მენთეშაშვილი (5), 1:2 ვ.გაგუა (55), 2:2 ფიცპატრიკი (69), 2:3 ვ.გაგუა (85), 3:3 დოჰერტი (86)
საქართველო: ზ.ბათიაშვილი, ო.ხიზანეიშვილი, ზ.ხიზანიშვილი, ე.საჯაია, ვ.აბრამიძე, ზ.მენთეშაშვილი, დ.დიღმელაშვილი, ო.გველესიანი (ს.დევიძე 77), გ.მიქაძე (ლ.ნოზაძე 75), გ.იმედაძე (ლ.კორღალიძე 84), ვ.გაგუა
მწვრთნელი: ვახტანგ კოპალეიშვილი
გაფრთხილება: ფიცპატრიკი
მსაჯები: ლ.პუჩეკი (ჩეხეთი); კ.პისკოვი (ბულგარეთი), ლ.ლაჰტი (ფინეთი)

23 ივლისი, 1999. ევრო 1999 – ჯგუფი. შვედეთი, ატვიდაბერგი, კოპარვალენი. 255
ესპანეთი 4:1 საქართველო
გოლები: 1:0 კამაჩო (34, პენ), 2:0 ნ.გონსალესი (51), 3:0 კამაჩო (57), 3:1 ვ.გაგუა (65, პენ), 4:1 კორონა (90)
საქართველო: ზ.ბათიაშვილი, ო.ხიზანეიშვილი (ს.დევიძე 74), ზ.ხიზანიშვილი, ე.საჯაია, ვ.აბრამიძე, ზ.მენთეშაშვილი, დ.დიღმელაშვილი, ო.გველესიანი (ჯ.მუჯირი 35), გ.მიქაძე (რ.გოცირიძე 68), ვ.გაგუა, გ.იმედაძე
მწვრთნელი: ვახტანგ კოპალეიშვილი
გაფრთხილება: სანჩესი, აგანსო, ნ.გონსალესი, პ.ბერნალი, გ.იმედაძე
მსაჯები: კ.კაპიტანისი (კვიპროსი); მ.ისელი (შვეიცარია), ლ.ლაჰტი (ფინეთი)

2002, მესამედ ევროპაზე – 17-წლამდელები გერმანიაში
2001 წლიდან უეფამ ასაკობრივი რეგულაცია შეცვალა: პირველად ჩატარდა ევროჩემპიონატები 17 და 19-წლამდელებში.
კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა 17-წლამდელებმა ფინალური ეტაპის საგზური თბილისში, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (2:0) და ისრაელთან (1:0) მოგების შემდეგ მოიპოვეს.
ჩვენმა გუნდმა დანიაში, ფინალურ ეტაპზეც ჩინებულად იასპარეზა – საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა პირველად მოახერხა ჯგუფიდან გასვლა, 1/4-ფინალში კი მომავალ ჩემპიონ შვეიცარიასთან დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ იმ გერმანიის ნაკრებში, რომელსაც ჩვენმა გუნდმა პირველივე შეხვედრაში ქულა გაუყო, კიოლნის ლიდერი ლუკას პოდოლსკი და ბუნდესლიგის ბომბარდირი, მიუნხენის ბაირნის ფორვარდი მარიო გომესი თამაშობდნენ.

28 აპრილი, 2002. ევრო 2002 – ჯგუფი. დანია, სლაგელსე, სლაგელსე. 3 500
გერმანია 1:1 საქართველო
გოლები: 0:1 ს.იაშვილი (46), 1:1 პ.ტომიკი (65)
გერმანია: რ.ადლერი, კ.შონებერგი, მ.შტეგმაიერი, მ.შუონი, დ.ციმენი, ა.ჰუბნერი, ლ.პოდოლსკი (ტ.ბაუერი 65), ს.ბორკი, პ.ტომიკი (ს.ტროტი 70), ს.სენესი (ს.ვესტერჰოფი 49), მ.გომესი
მწვრთნელი: იორგ დანიელი
საქართველო: ზ.ჩალაძე, ა.კალაძე, ბ.მიქიაშვილი, ზ.ელიავა, შ.ჭელიძე, გ.ხოჯავა, ს.იაშვილი (ა.ყველაშვილი 75), გ.კაპანაძე (ს.გურული 41), ზ.ბარაბაძე, ზ.კვახაძე, გ.ფიფია (ვ.ღუჭაშვილი 72)
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
გაფრთხილება: პ.ტომიკი, გ.ფიფია, გ.ხოჯავა, შ.ჭელიძე
მსაჯები: ა.ვ.კონსტანტინი (რუმინეთი); ა.ბოდეანი (მოლდოვა), ჰ.ნიილოჰი (ესტონეთი)

30 აპრილი, 2002. ევრო 2002 – ჯგუფი. დანია, როსკილდი, იდრეტსპარკი. 2 500
პოლონეთი 1:1 საქართველო
გოლები: 0:1 ს.იაშვილი (52), 1:1 მ.კოვალჩუკი (77)
პოლონეთი: ლ.ფაბიანსკი, კ.კალინოვსკი, პ.სტავოვი, მ.სოლეცკი, ტ.შჩეპანი, მ.კოვალჩუკი, მ.ტარნოვსკი, მ.პეძიხი, კ.კრუშეკი (პ.ბულავა 47, მ.სპაჩინსკი 55), გ.ბარცაკი, პ.იურგიელევიჩი
მწვრთნელი: ანჯეი ზამილსკი
საქართველო: ზ.ჩალაძე, ა.კალაძე, ბ.მიქიაშვილი, ზ.ელიავა, შ.ჭელიძე, გ.ხოჯავა, ს.იაშვილი, გ.კაპანაძე, ზ.ბარაბაძე, ზ.კვახაძე, გ.ფიფია
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
გაფრთხილება: მ.ლემანოვიჩი, ტ.შჩეპანი, ტ.შჩეპანი, კ.კალინოვსკი, ვ.ღუჭაშვილი, გ.ფიფია, მ.პეძიხი
გაძევება: ტ.შჩეპანი (39)
მსაჯები: ე.ლაურსენი (დანია); დ.დრისდეილი (ინგლისი), მ.სიმონსი (ბელგია)

2 მაისი, 2002. ევრო 2002 – ჯგუფი. დანია, როსკილდი, იდრეტსპარკი. 2 500
უნგრეთი 1:2 საქართველო
გოლები: 1:0 დ.დიშტი (19), 1:1 ს.იაშვილი (37), 1:2 ს.იაშვილი (43, პენ)
უნგრეთი: გ.მატე, ზ.ტოროკი, ლ.იმრიკი (ა.პალი 52), გ.ჰორვატი, კ.ვადოში, რ.დანცში (დ.ტორშერინი 41), დ.დიშტი, დ.ტიორშერი, ა.სელეი, დ.ვარგა, დ.მოლი
მწვრთნელი: ანდრაშ სარლოში
საქართველო: ზ.ჩალაძე, ა.კალაძე, ბ.მიქიაშვილი, ზ.ელიავა, შ.ჭელიძე (გ.ჭელიძე 52), გ.ხოჯავა, ს.იაშვილი, გ.კაპანაძე, ზ.ბარაბაძე, ზ.კვახაძე (ს.გურული 41), ა.ხუბუტია
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
გაფრთხილება: დ.დიშტი, ს.იაშვილი, გ.ხოჯავა
მსაჯები: ა.კელი (ირლანდია); დ.პაპადოპულოსი (საბერძნეთი), ჰ.ნიილოჰი (ესტონეთი)

5 მაისი, 2002. ევრო 2002 – 1/4 ფინალი. დანია, სლაგელსე, სლაგელსე. 4 500
შვეიცარია 3:0 საქართველო
გოლები: 1:0 ს.ბურკი (39), 2:0 ს.ბურკი (56), 3:0 რ.ციგლერი (72)
შვეიცარია: ს.კიონიგი, ტ.ბარნეტა, ა.ბუჰლერი, ა-ჟ.სიკუეირა, ფ.სენდეროსი, ი.ვერდონი, მ.მილოსავაცი, გ.ანტიჩი, ს.დუგიჩი, ს.ბურკი (გ.პრაისიგი 70), ბ.მაქსიმოვიჩი (რ.ციგლერი 63)
მწვრთნელი: მარკუს ფრაი
საქართველო: ზ.ჩალაძე, ა.კალაძე, ბ.მიქიაშვილი, ზ.ელიავა, შ.ჭელიძე (გ.ჭელიძე 24), გ.ფიფია, ს.იაშვილი (ა.ყველაშვილი 59), გ.კაპანაძე, ზ.ბარაბაძე, ზ.კვახაძე, ა.ხუბუტია
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
გაფრთხილება: ს.იაშვილი, ა.ხუბუტია, ა.კალაძე
მსაჯები: ლ.უილმესი (ლუქსემბურგი); დ.კრასიკოვი (ისრაელი), ა.ბოდეანი (მოლდოვა)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 1 აპრილი)

ka_GEGeorgian