საქართველო ევროპისთვის
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ დაასახელა ის სპორტსმენები, რომლებიც 6-13 აპრილს ბათუმში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
ათლეტები ამჟამად დუშეთში არიან შეკრებაზე, 9 მარტის შემდეგ კი ბათუმში გაემგზავრებიან და იქ გააგრძელებენ მზადებას.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
55კგ – გიორგი დოკვაძე
61კგ – შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი, გოდერძი ბერდელიძე
67კგ – გოგა ჩხეიძე
73კგ – არჩილ მალაყმაძე
81კგ – ლომია თებიძე
89კგ – რევაზ დავითაძე
96კგ – ანტონ პლესნოი
102კგ – ირაკლი ჩხეიძე
+109კგ – ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე
შარშან ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, იზვორანის სპორტულ კომპლექსში გაიმართა.
საქართველოს ნაკრებმა ევროჩემპიონატი 4 ოქროს მედლით დაასრულა! ჩემპიონები გახდნენ შოთა მიშველიძე (62კგ), რევაზ დავითაძე (85კგ), ლაშა ტალახაძე (+105კგ) და ანასტასია გოტფრიდი (90კგ).
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 4 მარტი)