საქართველოს თასი დინამოს

18 მაისს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გაიმართა. ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს დინამო თბილისი და ბოლნისის სიონი შეხვდნენ.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა – 1:0. ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა: თბილისელთა ნახევარმცველმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ეფექტური, „მოჭრილი“ დარტყმით ცხრიანში შეაგდო.

დინამო თბილისმა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი ზედიზედ მეოთხედ, საერთო ჯამში კი, მეცამეტედ მოიგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გამარჯვების გოლის ავტორი ვახტანგ ჭანტურიშვილი დასახელდა.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, იმერეთის გუბერნიის მესვეურები და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც დაესწრნენ.

18 მაისი, 2016. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2015-16 წლების გათამაშება – ფინალი. ქუთაისი, რამაზ შენგელია. 8 000
დინამო (თბილისი) 1:0 სიონი (ბოლნისი)
გოლი: 1:0 ვახტანგ ჭანტურიშვილი (29)
დინამო: ლიბორ ჰრდლიჩკა, ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ოთარ კაკაბაძე, მიკელ ალვარო (ზაზა ჭელიძე 82), ჯაბა ჯიღაური, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ალექსანდრე იაშვილი (ლაშა პარუნაშვილი 70), გიორგი ქვილითაია (ნიკოლოზ გელაშვილი 67)
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი (სლოვაკეთი)
სიონი: მირზა მერლანი, დაჩი ფოფხაძე (კობა შალამბერიძე 86), დავით სვანიძე, ვარლამ კილასონია, ლუკა რაზმაძე, გიორგი ვასაძე, ლაშა გვალია (ლუის ალბერტო 73), გიორგი გაფრინდაშვილი, გურამ გიორბელიძე, გიული მანჯგალაძე (ლაშა მანაგაძე 82), დიმიტრი ტატანაშვილი
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გაფრთხილება: დავით სვანიძე, ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე იაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გურამ გიორბელიძე, ჯაბა ჯიღაური, ნიკა გელაშვილი, გურამ გიორბელიძე
გაძევება: გურამ გიორბელიძე (90)
მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი; დავით ჩიგოგიძე, ლევან ვარამიშვილი

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 18 მაისი)
ფოტო: დინამო თბილისი

ka_GEGeorgian