სეზონის რჩეულები: 2008
2007-08 წლების სეზონის დასრულების შემდეგ სპორტულმა გაზეთმა სარბიელმა ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტები გამოკითხა და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
სარბიელის რეფერენდუმში მონაწილე ჟურნალისტები XIX ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს ცალკე ასახელებდნენ.
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი
1.ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია) – 136 ქულა
2.კახი კალაძე (მილანი, იტალია) – 106
3.დავით კვირკველია (ყაზანის რუბინი, რუსეთი) – 106
4.ლევან კობიაშვილი (გელზენკირხენის შალკე 04, გერმანია) – 66
5.ლევან ყენია (გელზენკირხენის შალკე 04, გერმანია) – 53
6.ზურაბ ხიზანიშვილი (ბლექბერნ როვერსი, ინგლისი) – 16
7.ჯაბა კანკავა (დნეპროპეტროვსკის დნიპრო, უკრაინა) – 12
8.გიორგი შაშიაშვილი (გრაცის შტურმი, ავსტრია) – 10
9.რატი ალექსიძე (თბილისის ლოკომოტივი) – 5
10.დავით სირაძე (ნალჩიკის სპარტაკი, რუსეთი), გოგიტა გოგუა (ნალჩიკის სპარტაკი, რუსეთი) – 3
11.გიორგი მერებაშვილი (თბილისის დინამო), მალხაზ ასათიანი (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), გოჩა ხოჯავა (მახაჩყალის ანჟი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (მახაჩყალის ანჟი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ვიბორგი, დანია) – 1
საქართველოს XIX (2007-08წწ) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
1.გიორგი მერებაშვილი (თბილისის დინამო) – 223 ქულა
2.მიხეილ ხუციშვილი (თბილისის დინამო) – 52
3.დიმიტრი ტატანაშვილი (თბილისის ამერი) – 41
4.ჟილვან ვიეირა (ზესტაფონი; ბრაზილია) – 40
5.ბექა გოცირიძე (ზესტაფონი) – 32
6.რატი ალექსიძე (თბილისის ლოკომოტივი) – 30
7.დიდიე ოვონო (თბილისის დინამო; გაბონი) – 23
8.მათე ვაწაძე (თბილისის დინამო) – 18
9.ირაკლი კლიმიაშვილი (თბილისის ვიტ ჯორჯია) – 16
10.როინ ონიანი (ზესტაფონი), პოლ კესანი (ზესტაფონი; კამერუნი) – 10
11.გიორგი დეკანოსიძე (თბილისის ამერი) – 9
12.გიორგი დევდარიანი (რუსთავის ოლიმპი) – 7
13.გიორგი ხიდეშელი (ზესტაფონი), გრიგოლ დოლიძე (თბილისის ამერი) – 5
14.დენის დობროვოლსკი (თბილისის ამერი), პაატა დათუნაიშვილი (თბილისის ვიტ ჯორჯია) – 3
15.ალექსანდრე კვახაძე (თბილისის ვიტ ჯორჯია) – 2
16.გიორგი კახელიშვილი (რუსთავის ოლიმპი), ირაკლი ჩირიკაშვილი (ბორჯომი), დავით ოდიკაძე (თბილისის დინამო), ვიტალი დარასელია (თბილისის ლოკომოტივი) – 1
პროფესიული ფეხბურთის ლიგის რჩეულნი
2007-08 წლების ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ კვლავ გამოავლინა საუკეთესოები ამპლუების მიხედვით და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.
პროფესიული ფეხბურთის ლიგამ მესამედ დაასახელა თავის ვერსიით საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
რჩეულები სპეციალურ მიღებაზე დააჯილდოვეს – პფლ-ის საზეიმო ღონისძიება „დია“ 2008 წლის 10 ივნისს გაიმართა.
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: კახი კალაძე (მილანი, იტალია)
ნომინირებულნი იყვნენ: ლევან კობიაშვილი (გელზენკირხენის შალკე 04, გერმანია), ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია)
საქართველოს XIX (2007-08წწ) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: გიორგი მერებაშვილი (თბილისის დინამო)
ნომინირებულნი იყვნენ: მიხეილ ხუციშვილი (თბილისის დინამო) და ბექა გოცირიძე (ზესტაფონი)
საუკეთესო მეკარე: დიდიე ოვონო (თბილისის დინამო; გაბონი)
საუკეთესო მცველი: უჩა ლობჟანიძე (ზესტაფონი)
საუკეთესო ნახევარმცველი: გიორგი მერებაშვილი (თბილისის დინამო)
საუკეთესო თავდამსხმელი: დიმიტრი ტატანაშვილი (თბილისის ამერი)
საუკეთესო მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე (თბილისის ვიტ ჯორჯია)
საუკეთესო მსაჯი: ლევან ფანიაშვილი (თბილისი)
აღმოჩენა: მათე ვაწაძე (თბილისის დინამო)
პროფესიული ფეხბურთის ლიგამ პირველად დააჯილდოვა ეროვნული ჩემპიონატის ულამაზესი გოლის ავტორი. მთავარი პრიზი ბორჯომის თავდამსხმელ გია მეგრელაძეს გადაეცა.
ნომინაციაში „საუკეთესო პროექტი“ დაჯილდოვდა ტელეკომპანია კოლხიდა.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 4 ივნისი)