სეზონის რჩეულები: 2009
2008 წელს გაზეთ სარბიელის გამოცემა შეწყდა. შესაბამისად, სეზონის დასრულების შემდეგ ჟურნალისტთა ვერსიით წლის მოთამაშე და ეროვნული ჩემპიონატის რჩეული ფეხბურთელი არ გამოვლინდა.
2008-09 წლების ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მხოლოდ საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ გამოავლინა საუკეთესოები ამპლუების მიხედვით და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.
პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ზედიზედ მეოთხედ დაასახელა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
რჩეულები სპეციალურ მიღებაზე დააჯილდოვეს – პფლ-ის საზეიმო ღონისძიება „დია“ 2009 წლის 13 ივნისს გაიმართა.
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი
ლევან კობიაშვილი (გელზენკირხენის შალკე 04, გერმანია)
ნომინირებულნი იყვნენ: ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)
საქართველოს XX (2008-09წწ) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
გიორგი მერებაშვილი (თბილისის დინამო)
ნომინირებულნი იყვნენ: ირაკლი კლიმიაშვილი და ლუკა რაზმაძე (ორივე თბილისის ვიტ ჯორჯია)
საუკეთესო მეკარე: გიორგი ლომაია (თბილისის ლოკომოტივი)
საუკეთესო მცველი: ალექსანდრე კვახაძე (თბილისის ვიტ ჯორჯია)
საუკეთესო ნახევარმცველი: ლუკა რაზმაძე (თბილისის ვიტ ჯორჯია)
საუკეთესო თავდამსხმელი: ნიკა გელაშვილი (ზესტაფონი)
საუკეთესო მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე (თბილისის ვიტ ჯორჯია)
საუკეთესო მსაჯი: ლაშა სილაგავა (თბილისი)
აღმოჩენა: ვაჟა ნემსაძე (თბილისის დინამო)
ნომინაციაში „საუკეთესო პროექტი“ დაჯილდოვდა საფეხბურთო სკოლა ავაზას სპორტული კომპლექსი.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 4 ივნისი)