სუპერ შაკარი

ბუდაპეშტში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე სუპერ ფინალით დასრულდა: ქალთა შორის 100 მეტრზე სპრინტი 23 წლის ამერიკელმა შაკარი რიჩარდსონმა მეცხრე ბილიკიდან მოიგო 10.65 წამით და ეს დრო მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდია!

არანაკლებ საინტერესო ისაა, რომ რამდენიმე საათით ადრე გამართულ ნახევარფინალში რიჩარდსონი მხოლოდ მესამე იყო და ფინალში ასპარეზობის უფლება მხოლოდ კარგი დროით მოიპოვა.

ცალკე აპლოდისმენტები ეკუთვნის მესამე ადგილზე გასულ 36 წლის შელი-ენ ფრეიზერ-პრაისს, ამ დისციპლინის იამაიკელ დედოფალს. მან 100 მეტრზე მსოფლიო ოქრო პირველად 2009(!) წელს მოიგო და მას შემდეგ კიდევ ოთხ ფინალში გაიმარჯვა, ახლა კი მეექვსე მედალი მოიგო! ეს მისი მე-15 ჯილდოა მსოფლიო ჩემპიონატებზე, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ისტორიაში.

ცნობისათვის: ფრეიზერ-პრაისმა შარშან 35 წლისამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, რაც სპრინტში არნახული ამბავია.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 21 აგვისტო
ფოტო: IAAF

ka_GEGeorgian