სუპერირენი

პეკინი 2022ის კიდევ ერთი გმირი: ირენ ვიუსტი!
ჩქაროსნულ ციგურაობაში, გუნდურ გამოდევნებაში ახლახანს მოგებული ბრინჯაოთი ნიდერლანდელი მასავით დიდის, ნორვეგიელი ბიათლეტის ულე ეინარ ბიორნდალენის გვერდით დადგაზამთრის თამაშებზე მათ 13-13 მედალი აქვთ! წინ მხოლოდ მეორე ნორვეგიელი, მოთხილამურე მარიტ ბიორგენია 15 ჯილდოთი.

ვიუსტი 35 წლისაა და ძალიან მალე, ჰეერენვეენში დაგეგმილი მსოფლიო თასის ეტაპით დაასრულებს თვალისმომჭრელ კარიერას. დიდი სპორტიდან კი ის სამი არნახული მიღწევით წავა:

1: ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში, არ აქვს მნიშვნელობა ზაფხულის თამაშებია თუ ზამთრის, ის ერთადერთია, რომელმაც 5 ოლიმპიადაზე მოახერხა ინდივიდუალური დისციპლინის მოგება!

2: ჩქაროსნული ციგურაობის ისტორიაში არავინაა მასავით ტიტულიანი – 6 ოლიმპიური ოქრო, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო! რაც შეეხება მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებს, მის აქტივში დამატებით ზუსტად 30(!) ოქროა!

3: ნიდერლანდების ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანია, განურჩევლად სქესისა.

და ბოლოს: 2014 წელს, სოჭში, ირენმა 5 მედალი მოიგო და ესეც რეკორდია, თუმცა ამ მიღწევას კიდევ რამდენიმე თანაავტორი ჰყავს და თან, მას ფრანგი ბიათლეტი კუენტინ ფილიო მალე ემუქრება – პეკინში უკვე 5 მედალი აიღო და დიდი შანსია მეექვსეც ჩაიბაროს.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 15 თებერვალი)
ფოტო:
www.beijing2022.cn

ka_GEGeorgian