სუპერთასი: მსაჯები და ბარათები

ჩვენი საფეხბურთო სეზონი 21 თებერვალს განახლდება სუპერთასით. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში გამარჯვებულ გაგრას დაუპირისპირდება.

სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი ისტორიაში მეოცედ გათამაშდება. ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ამ ჯილდოს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელი 2019 წელს უწოდა.

საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი დინამო 2015 წლის შემდეგ პირველი სუპერთასის მოგებას შეეცდება.

დედაქალაქური გუნდი ამ ჯილდო 7გზის მფლობელია, 4ჯერ კი ხელი მოეცარა. რაც შეეხება გაგრას, ამ გუნდს არასდროს მოუგია ეს თასი, აი ფინალში კი მეორედაა – 2011 წელს ზესტაფონთან დამარცხდა.

სუპერთასის საიუბილეო, XX გათამაშებამდე საინტერესო სტატისტიკურ ამბებს შემოგთავაზებთ, დღეს კი მსაჯებთან და ყვითელ-წითელ ბარათებთან დაკავშირებულ ამბებს გაგაცნობთ.

სუპერთასის ყველა არბიტრი:
2020 გოგა კიკაჩეიშვილი – საბურთალო 1:0 დინამო თბილისი
2019 გიორგი ყრუაშვილი – ტორპედო 1:0 საბურთალო
2018 გიორგი ვადაჭკორია – ტორპედო 2:1 ჩიხურა
2017 არსენ ნონიკაშვილი – სამტრედია 2:1 ტორპედო
2015 გიორგი ვადაჭკორია – დინამო თბილისი 1:0 დილა
2014 ალექსი კრიჭაშვილი – დინამო თბილისი 1:0 ჩიხურა
2013 ლაშა სილაგავა – ჩიხურა 1:0 დინამო თბილისი
2012 გიორგი ვადაჭკორია – ზესტაფონი 0:0 პენ 4:2 დილა
2011 გიორგი ვადაჭკორია – ზესტაფონი 3:1 გაგრა
2010 ლაშა სილაგავა – ოლიმპი 2:0 ვიტ ჯორჯია
2009 ლაშა სილაგავა – ვიტ ჯორჯია 2:1 თბილისის დინამო
2008 გიორგი კიკაჩეიშვილი – თბილისის დინამო 1:0 ზესტაფონი
2007 ლევან ფანიაშვილი – ამერი 4:1 ოლიმპი
2006 დავით ხარიტონაშვილი – ამერი 1:0 სიონი
2005 ლევან ფანიაშვილი – თბილისის დინამო 1:0 ლოკომოტივი
1999 კახა მესხი – თბილისის დინამო 1:0 ტორპედო
1998 თამაზ ლაცაბიძე – ბათუმის დინამო 2:1 თბილისის დინამო
1997 პაატა დოგრაშვილი – თბილისის დინამო 4:1 ბათუმის დინამო
1996 ელგუჯა სილაგავა – თბილისის დინამო 4:0 ბათუმის დინამო

ყველაზე მეტი სუპერთასი (მთავარი მსაჯები):
4: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)
3: ლაშა სილაგავა (თბილისი)
2: ლევან ფანიაშვილი (თბილისი)
1: ელგუჯა სილაგავა (თბილისი), პაატა დოგრაშვილი (ქუთაისი), თამაზ ლაცაბიძე (სურამი), კახა მესხი (ზუგდიდი), დავით ხარიტონაშვილი (თბილისი), გიორგი კიკაჩეიშვილი (ქუთაისი), ალექსი კრიჭაშვილი (თბილისი), არსენ ნონიკაშვილი (თბილისი), გიორგი ყრუაშვილი (თბილისი), გოგა კიკაჩეიშვილი

ყველაზე მეტი სუპერთასი (თანამსაჯები):
5:
ზაზა მენთეშაშვილი (თბილისი), გურამ ჩიგოგიძე (სამტრედია)
3: ზაზა ფიფია (გალი), გიორგი ელიკაშვილი (თბილისი)
2: ავთანდილ სამხარაძე (სოხუმი), მამუკა ელიკაშვილი (თბილისი), ლევან მიქელაძე (სამტრედია), კობა გაბრიაძე (ქუთაისი), დავით ჩიგოგიძე (სამტრედია)
1:
შოთა ხანიაშვილი (თბილისი), მერაბ მალაღურაძე (თბილისი), გიორგი კიკაჩეიშვილი (ქუთაისი), იოსებ კახიანი (თბილისი), გოჩა ცირდავა (გულრიფში), ივანე მაჩიტიძე (ქუთაისი), ირაკლი კაკაბაძე (ქუთაისი), გიორგი ყრუაშვილი (თბილისი), ლევან ვარამიშვილი (ყვარელი), ლევან თოდრია (თბილისი), ირაკლი უკლება (ტყიბული), ქეთევან გაიპარაშვილი (თბილისი)

ყველაზე მეტი ბარათი (მსაჯები):
24: გიორგი ვადაჭკორია (გაფრთხილება)
15: ლევან ფანიაშვილი (12 გაფრთხილება/3 გაძევება)
12: ლაშა სილაგავა (11/1)
6: დავით ხარიტონაშვილი (6 გაფრთხილება), გოგა კიკაჩეიშვილი (6 გაფრთხილება)
5:
პაატა დოგრაშვილი (4/1), არსენ ნონიკაშვილი (4/1), გიორგი ყრუაშვილი (გაფრთხილება)
4: ალექსი კრიჭაშვილი (4 გაფრთხილება)
3:
კახა მესხი (3 გაფრთხილება), გიორგი კიკაჩეიშვილი (3 გაფრთხილება)
2: თამაზ ლაცაბიძე (2 გაფრთხილება)
1: ელგუჯა სილაგავა (გაფრთხილება)

გაფრთხილება (ფეხბურთელები):
2: დავით სოლოღაშვილი, ვალტერ გუჩუა, გიორგი ონიანი, ზურაბ ქვაჩახია, გივი დიდავა, სერგი ორბელაძე, გურამ კაშია, მათე ვაწაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, მათე ცინცაძე, ლაშა გვალია, გიორგი დათუნაიშვილი
2 (წითლად გარდასახული): დავით სოლოღაშვილი, გიორგი ონიანი, სერგი ორბელაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი
1: გიორგი კიკნაძე, დავით მუჯირი, ჯუბა ჩუხუა, ალექსანდრე კანტიძე, არჩილ სახვაძე, ირაკლი ვაშაკიძე, კახა ალადაშვილი, ლევან ქებაძე, არჩილ ნოზაძე, დავით ბოლქვაძე, თემურ რაქვიაშვილი, გიორგი ოქროპირიძე, ერიკ რომეო ჩასემი, თენგიზ ჩიკვილაძე, გიორგი ელბაქიძე, გიორგი კახელიშვილი, ნიკა ფირცხალავა, დონალდ ჯუისი, ჯაბა ლიპარტია, ვახტანგ კვარაცხელია, დენის დობროვოლსკი, ლაშა ჯაფარიძე, გიორგი ბეგაშვილი, ლევან ყიფიანი, გიორგი ყურულაშვილი, ზურაბ მამალაძე, გიგა ჭეიშვილი, ალექსი ბენაშვილი, ირაკლი მაისურაძე, დიმიტარ პეტკოვი, გურამ სამუშია, დორინ გოგა, გიორგი გაბედავა, ლაშა თოთაძე, დავით ოდიკაძე, ნიკა ჭანტურია, რენე ფერეირა, გიორგი ნავალოვსკი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ირაკლი ძარია, ლაშა პარუნაშვილი, გივი ქარქუზაშვილი, გიგა ფალავანდიშვილი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი გურული, გიორგი მჭედლიშვილი, თემურ მარკოზაშვილი, თორნიკე კაპანაძე, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან კუტალია, ელვინ ტერა, გიორგი კოხრეიძე, გიორგი ქიმაძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან გეგეჭკორი, ფილიპ ორშულა, ლუკა ლაკვეხელიანი, ლევან კაკუბავა, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი კუცია, დაჩი ცნობილაძე

გაძევება (ფეხბურთელები):
დავით სოლოღაშვილი (ბათუმის დინამო): 1997.08.04 დინამო (თბილისი) – 1:4 (43წთ)
სანდრო იაშვილი (თბილისის დინამო): 2005.09.14 ლოკომოტივი – 1:0 (88წთ)
გიორგი ონიანი (ლოკომოტივი): 2005.09.14 თბილისის დინამო – 0:1 (90წთ)
სერგი ორბელაძე (ოლიმპი): 2007.12.09 ამერი – 1:4 (63წთ)
ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია): 2010.12.21 ოლიმპი – 0:2 (61წთ)
გიორგი დათუნაიშვილი (სამტრედია): 2017.02.26 ტორპედო – 2:1 (90წთ)

საინტერესო ფაქტები:
*
-ლაშა სილაგავა პირველია, ვინც ზედიზედ იმსაჯა სუპერთასზე – IX და X (2009-2010) გათამაშება.

*-ლევან ფანიაშვილი პირველია, ვინც 2ჯერ იმსაჯა სუპერთასზე – V (2005) და VII (2007) გათამაშება.

*-ლაშა სილაგავა პირველია, ვინც 3ჯერ იმსაჯა სუპერთასზე – IX (2009), X (2010), XIII (2013) გათამაშება.

*-გიორგი ვადაჭკორია პირველი და ერთადერთია, ვინც 4ჯერ იმსაჯა სუპერთასზე – XI (2011), XII (2013), XV (2015) და XVII (2018) გათამაშებები.

*-ლევან ფანიაშვილმა სუპერთასზე 3 ფეხბურთელი გააძევა, მათ შორის ორი 2005 წელს, რაც რეკორდია.
მანვე 2 ფინალში გამოიყენა წითელი ბარათი – 2005 (2), 2007, რაც ასევე რეკორდია.

*-გიორგი ყრუაშვილი ერთადერთია, ვინც სუპერთასზე მთავარი არბიტრიც იყო და თანამსაჯიც: 2010 წელს ის ასისტენტი გახლდათ, 2019 წელს – მთავარი მსაჯი.

*-სუპერთასს 2 მამა-შვილი სჯიდა: ელგუჯა და ლაშა სილაგავები (4 ფინალი – 1/3) და გიორგი და გოგა კიკაჩეიშვილები (2 – 1/1).

*-თანამსაჯთა შორის 2 მამა-შვილია – გურამ და დავით ჩიგოგიძეები (7 ფინალი) და მამუკა და გიორგი ელიკაშვილები (5 ფინალი).

*-ქეთევან გაიპარაშვილი პირველი და ერთადერთი ქალი-თანამსაჯია, ვინც სუპერთასის შეხვედრას მოემსახურა: შარშან, 23 თებერვალს, დედაქალაქურ დერბის საბურთალოსა და დინამოს შორის.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 18 თებერვალი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian