სუპერთასი: ყველა ჩემპიონი

ჩვენი საფეხბურთო სეზონი ხვალ, 21 თებერვალს განახლდება სუპერთასით. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში გამარჯვებულ გაგრას დაუპირისპირდება. მატჩი 18 საათზე დაიწყება.

სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი ისტორიაში მეოცედ გათამაშდება. ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ამ ჯილდოს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელი 2019 წელს უწოდა.

საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი დინამო 2015 წლის შემდეგ პირველი სუპერთასის მოგებას შეეცდება.

დედაქალაქური გუნდი ამ ჯილდო 7გზის მფლობელია, 4ჯერ კი ხელი მოეცარა. რაც შეეხება გაგრას, ამ გუნდს არასდროს მოუგია ეს თასი, აი ფინალში კი მეორედაა – 2011 წელს ზესტაფონთან დამარცხდა.

სუპერთასის საიუბილეო, XX გათამაშებამდე საინტერესო სტატისტიკურ ამბებს შემოგთავაზებთ. დღეს სუპერთასის ყველა ჩემპიონს შეგახსენებთ და 8 რეკორდზე გეტყვით:

*-სუპერთასი ერთ კლუბში ყველაზე მეტჯერ – 3ჯერ მხოლოდ გივი დიდავამ და ალექსანდრე იაშვილმა მოიგეს. ორივემ თბილისის დინამოს შემადგენლობაში.

*-სუპერთასი ზედიზედ და თან 2ჯერ მხოლოდ გივი დიდავამ და გრიგოლ დოლიძემ აღმართეს. პირველმა თბილისის დინამოს და დედაქალაქის ამერის მაისურით, მეორედ ჯერ ამერში, შემდეგ ქუთაისის ტორპედოს შემადგენლობაში. დიდავა და დოლიძე ამერში თანაკლუბელები იყვნენ.

*-გივი დიდავა პირველია, ვინც სუპერთასი მესამედ (1996, 1997, 1999), მეოთხედ (1996, 1997, 1999, 2006) და მეხუთედ (1996, 1997, 1999, 2006, 2007) მოიგო.

*-ალექსანდრე იაშვილმა პირველი და ბოლო, მე3 სუპერთასი 19წლიანი ინტერვალის შემდეგ მოიგო (1996-2015) რაც ამ თასის გათამაშების აბსოლუტური რეკორდია.

*-გიორგი დათუნაიშვილი ერთადერთია, რომელმაც სუპერთასი 3 სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში მოიპოვა: 2009 წელს თბილისის ვიტ ჯორჯიას მაისურით, 2013 წელს საჩხერის ჩიხურას რიგებში, 2017 წელს კი სამტრედიის შემადგენლობაში.

*-სუპერთასი 16მა უცხოელმა მოიგო, მაგრამ არავის გაუმარჯვია 2ჯერ. ლეგიონერთაგან სუპერთასს პირველად თბილისის დინამოს გაბონელი მეკარე დიდიე ოვონო, სლოვაკი მცველი მილოშ კრშკო და მონტენეგროელი თავდამსხმელი ილია სპასოევიჩი დაეუფლნენ, 2008 წელს.

*-უცხოელთაგან სუპერთასი ყველაზე მეტჯერ, 3ჯერ, უკრაინელებმა მოიგეს: 2017 წელს რუდოლფ სუხომლინოვმა (სამტრედია), 2018 წელს ევგენი ბოხაშვილმა (ტორპედო), 2019 წელს კი ალექსანდრ აზაცკიმ (ტორპედო).

*-თბილისის დინამოს და ზესტაფონის მაისურით 5-5 უცხოელი დაეუფლა სუპერთასს, რაც რეკორდია.

5გზის ჩემპიონი:
გივი დიდავა (თბილისის დინამო 1996, 1997, 1999 / ამერი 2006, 2007)

4გზის ჩემპიონი:
გრიგოლ დოლიძე (ამერი 2006, 2007 / ტორპედო 2018, 2019)

3გზის ჩემპიონები:
გიორგი დავითნიძე (თბილისის დინამო 1997 / ამერი 2006, 2007)
დავით ბოლქვაძე (ამერი 2006, 2007 / ოლიმპი 2010)
შოთა ბაბუნაშვილი (თბილისის დინამო 2005 / ზესტაფონი 2011, 2012)
დიმიტრი ტატანაშვილი (ამერი 2006, 2007 / ჩიხურა 2013)
დავით ოდიკაძე (თბილისის დინამო 2005, 2008 / ჩიხურა 2013)
ალექსანდრე იაშვილი (თბილისის დინამო 1996, 1997, 2015)
გიორგი დათუნაიშვილი (ვიტ ჯორჯია 2009 / ჩიხურა 2013 / სამტრედია 2017)
მათე ცინცაძე (თბილისის დინამო 2014, 2015 / ტორპედო 2019)
გიორგი ქიმაძე (ჩიხურა 2013 / ტორპედო 2018, 2019)
როინ კვასხვაძე (ზესტაფონი 2012 / ტორპედო 2018, 2019)

2გზის ჩემპიონები:
ირაკლი ზოიძე (თბილისის დინამო 1996, 1997)
კახი კალაძე (თბილისის დინამო 1996, 1997)
ნუგზარ ლობჟანიძე (თბილისის დინამო 1996, 1997)
გიორგი კიკნაძე (თბილისის დინამო 1996, 1997)
ლევან ცქიტიშვილი (თბილისის დინამო 1996, 1997)
ლევან ხომერიკი (თბილისის დინამო 1996, 1997)
ვალტერ გუჩუა (თბილისის დინამო 1997, 1999)
გიორგი ანჩაბაძე (თბილისის დინამო 1996, 1999)
თენგიზ სიჭინავა (ბათუმის დინამო 1998 / თბილისის დინამო 2000)
რევაზ ქემოკლიძე (თბილისის დინამო 1999, 2005)
ზურაბ ქვაჩახია (ამერი 2006, 2007)
თენგიზ ჩიკვილაძე (ამერი 2006, 2007)
გიორგი ელბაქიძე (ამერი 2006, 2007)
გიორგი დეკანოსიძე (ამერი 2006, 2007)
გიზო ჯელაძე (ამერი 2006, 2007)
გიორგი მერებაშვილი (თბილისის დინამო 2005, 2008)
გრიგოლ ბედიაშვილი (ვიტ ჯორჯია 2009 / ოლიმპი 2010)
ალექსანდრე კვახაძე (ვიტ ჯორჯია 2009 / ოლიმპი 2010)
ლუკა რაზმაძე (ვიტ ჯორჯია 2009 / ოლიმპი 2010)
ლაშა ჯაფარიძე (ვიტ ჯორჯია 2009 / ოლიმპი 2010)
რატი წინამძღვრიშვილი (ამერი 2006 / ზესტაფონი 2012)
გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი 2010 / ჩიხურა 2013)
გიგა ბეჭვაია (ვიტ ჯორჯია 2009 / ჩიხურა 2013)
შოთა კაშია (თბილისის დინამო 2008 / ჩიხურა 2013)
ოთარ კაკაბაძე (თბილისის დინამო 2014, 2015)
გიორგი გველესიანი (თბილისის დინამო 2014, 2015)
ლაშა პარუნაშვილი (თბილისის დინამო 2014, 2015)
ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა 2013 / თბილისის დინამო 2015)
ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზესტაფონი 2011 / თბილისის დინამო 2015)
ომარ მიგინეიშვილი (თბილისის დინამო 2014 / სამტრედია 2017)
გურამ სამუშია (ზესტაფონი 2012 / სამტრედია 2017)
დავით რაჟამაშვილი (ზესტაფონი 2011 / სამტრედია 2017)
გიორგი ბერიაშვილი (ოლიმპი 2010 / სამტრედია 2017)
გიორგი გურული (თბილისის დინამო 2015 / ტორპედო 2018)
ლევან კუტალია (ზესტაფონი 2012 / ტორპედო 2018)
დავით ხურცილავა (ვიტ ჯორჯია 2009 / ტორპედო 2018)
მერაბ გიგაური (ტორპედო 2018, 2019)
თენგიზ წიქარიძე (ტორპედო 2018, 2019)
თორნიკე კაპანაძე (ტორპედო 2018, 2019)
გიორგი გაბედავა (ჩიხურა 2013 / საბურთალო 2020)

დინამო

საქართველოს 1997 წლის, სუპერთასის მეორე გათამაშებაში გამარჯვებული თბილისის დინამო (4:1 ბათუმის დინამოსთან ქუთაისის სტადიონზე, 1997 წლის 4 აგვისტოს). დგანან (მარცხნიდან): გიორგი დავითნიძე, ზვიად ჯელაძე, ლევან ცქიტიშვილი, გივი დიდავა, გიორგი კიკნაძე, გივი კვარაცხელია, ლევან ხომერიკი, ნუგზარ ლობჟანიძე. პირველ რიგში: ალექსანდრე გოგობერიშვილი, დავით მუჯირი, რატი ალექსიძე, ალექსანდრე იაშვილი, ირაკლი ზოიძე, კახი კალაძე, ვალტერ გუჩუა

თბილისის დინამო: 56 ჩემპიონი (1996, 1997, 1999, 2005, 2008, 2014, 2015)
1996 (5): დიმიტრი კუდინოვი, ლევან კობიაშვილი, დავით ყიზილაშვილი, როინ კერძევაძე, გელა ინალიშვილი
1997 (7): ზვიად ჯელაძე, კახი გოგიჩაიშვილი, რატი ალექსიძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი, გია ჩხაიძე, დავით მუჯირი, გივი კვარაცხელია
1999 (9): სოსო გრიშიკაშვილი, გიორგი შაშიაშვილი, ირაკლი ვაშაკიძე, არჩილ სახვაძე, თორნიკე რუხაძე, პაატა ჯინჭარაძე, დავით დათვაძე, კლიმენტი წიტაიშვილი, მიხეილ ხუციშვილი
2005 (10): ზვიად სტურუა, კახა ალადაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლევან აკობია, ლაშა ნოზაძე, გიორგი ნავალოვსკი, ლევან მელქაძე, სანდრო იაშვილი, მიხეილ ბობოხიძე, დავით გიგაური
2008 (10): დიდიე ოვონო (გაბონი), გულვერდ თომაშვილი, გურამ კაშია, მილოშ კრშკო (სლოვაკეთი), ლევან ხმალაძე, დავით დიღმელაშვილი, ნიკა ფირცხალავა, ოლეგ გველესიანი, ილია სპასოევიჩი (მონტენეგრო), მათე ვაწაძე
2014 (9): ლაშა თოთაძე, ნიკა ჭანტურია, გიორგი ჯანელიძე, გიორგი ჩირგაძე, გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, ლაშა შერგელაშვილი, ჩისკო მუნიოსი (ესპანეთი), გიორგი პაპავა
2015 (6): გიორგი ბეგაშვილი, რენე ფერეირა (ბრაზილია), გიორგი თევზაძე, ბაჩანა არაბული, გიორგი ქვილითაია, ოთარ კიტეიშვილი

ზესტაფონი: 20 ჩემპიონი (2011, 2012)
2011 (10): ზურაბ მამალაძე, თედო გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე, მირიან რობაქიძე, შალვა ფირუზაშვილი, გოგა ბერაია, ლევან შარიქაძე, ნოდარ გაჩეჩილაძე, საბა ლომია, აბაიომი ოვონიკოკო (ნიგერია)
2012 (10): თორნიკე გრიგალაშვილი, ორიოლ ლოსანო ფარანი (ესპანეთი), გიორგი კაჭკაჭიშვილი, თემურ ღონღაძე, დიმიტარ პეტკოვი (ბულგარეთი), თორნიკე გორგიაშვილი, იგორ იელიჩი (სერბეთი), ალექსი ბენაშვილი, ბოტი გოა დემელი (კოტ დ’ივუარი), თორნიკე აფციაური

ბათუმის დინამო: 13 ჩემპიონი (1998)
ნიკა ტოგონიძე, რომეო გოგიტაძე, ზურაბ მინდაძე, შალვა აფხაზავა, ალექსანდრე კანტიძე, დავით მაქაცარია, დიმიტრი ვერემჩუკი, მალხაზ მახარაძე, დავით ჭიჭვეიშვილი, პაატა მაჭუტაძე, თემურ ტუღუში, თემურ გადელია, ავთანდილ ღლონტი

თბილისის საბურთალო: 13 ჩემპიონი (2020)
ლაზარე კუპატაძე, გაგი მარგველაშვილი, ლევან კაკუბავა, ლუკა ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა (კენია), სანდრო ალთუნაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ჯეროენ ლუმუ (ნიდერლანდები), გურამ გოშთელიანი, ლევან ყენია, გიორგი კოხრეიძე, ანრი ჭიჭინაძე, იური ტაბატაძე

ქუთაისის ტორპედო: 12 ჩემპიონი (2018, 2019)
2018 (4): მიშიკო სარდალიშვილი, ბექა ტუღუში, ევგენი ბოხაშვილი (უკრაინა), გიორგი კუხიანიძე, ვაჟა ტაბატაძე
2019 (7): ლევან გეგეჭკორი, ალექსანდრ აზაცკი (უკრაინა), მამუკა კობახიძე, ამბროსი ჩაჩუა, ნოდარ ქავთარაძე, ნიკოლა სტიეპოვიჩი (მონტენეგრო), ბუდუ ზივზივაძე

სამტრედია: 9 ჩემპიონი (2017)
გიორგი მჭედლიშვილი, ლაშა კასრაძე, ჯემალ გოგიაშვილი, ნიკა სანდოხაძე, გიორგი ახალაძე, რუდოლფ სუხომლინოვი (უკრაინა), გიული მანჯგალაძე, თემურ მარკოზაშვილი, დავით ჯიქია

რუსთავის ოლიმპი: 7 ჩემპიონი (2010)
შალვა ღონღაძე, გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, რევაზ გეწაძე, გიორგი ქავთარაძე, ვაკო ყაზაიშვილი, დენის დობროვოლსკი, ირაკლი მოდებაძე

თბილისის ამერი: 6 ჩემპიონი (2006, 2007)
2006 (2): დავით მჭედლიშვილი, დავით სევასტოპულო
2007 (4): ვლადიმერ კაკაშვილი, მიხეილ მესხი, რევაზ გოცირიძე, არჩილ ალავიძე

თბილისის ვიტ ჯორჯია: 5 ჩემპიონი (2009)
ირაკლი კლიმიაშვილი, გიორგი ვასაძე, ჯაბა ლიპარტია, გიორგი კახელიშვილი, ვახტანგ კვარაცხელია

საჩხერის ჩიხურა: 5 ჩემპიონი (2013)
გიორგი სომხიშვილი, ვაჟა ლომაშვილი, ლაშა ჭელიძე, ბესიკ დეკანოიძე, ნიკო კვასხვაძე

სუპერთასის უცხოელი გამარჯვებულები:
2008 – თბილისის დინამო: დიდიე ოვონო (გაბონი), მილოშ კრშკო (სლოვაკეთი), ილია სპასოევიჩი (მონტენეგრო)
2011 – ზესტაფონი: აბაიომი ოვონიკოკო (ნიგერია)
2012 – ზესტაფონი: ორიოლ ლოსანო ფარანი (ესპანეთი), დიმიტარ პეტკოვი (ბულგარეთი), იგორ იელიჩი (სერბეთი), ბოტი გოა დემელი (კოტ დ’ივუარი)
2014 – თბილისის დინამო: ჩისკო მუნიოსი (ესპანეთი)
2015 – თბილისის დინამო: რენე ფერეირა (ბრაზილია)
2017 – სამტრედია: რუდოლფ სუხომლინოვი (უკრაინა)
2018 – ტორპედო: ევგენი ბოხაშვილი (უკრაინა)
2019 – ტორპედო: ალექსანდრ აზაცკი (უკრაინა), ნიკოლა სტიეპოვიჩი (მონტენეგრო)
2020 – საბურთალო: ელვინ ტერა (კენია), ჯეროენ ლუმუ (ნიდერლანდები)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 20 თებერვალი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია / პირადი არქივი

ka_GEGeorgian