თეოს მილანი

ზლატანის დაბრუნება ძალიან სწორი და დროული ნაბიჯი იყო, მაგრამ მომავალი მილანის ლიდერად მაინც ეს ბიჭი მესახებათეო ერნანდესი, 23 წლის ძალიან მაგარი მცველი.
მილანმა 2020 წელი გუშინ დაასრულა ლაციოსთან მნიშვნელოვანი გამარჯვებით (3:2) და 3 ქულის მომტანი ბურთი 92 წუთზე სწორედ ამან შეაგდო! მიმდინარე სეზონში მილანი ერთადერთი დაუმარცხებელი კლუბია ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატში.

ჯანლუიჯი დონარუმა, ალესანდრო რომანიოლი, სანდრო ტონალი, ჰაკან ჩალჰანოღლუ…

იბრაჰიმოვიჩისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ახლო მომავლის მილანის ვარსკვლავები, ჩემი აზრით, ესენი უნდა გახდნენ და თეო კიდე, რატომღაც მჯერა რომ მათი ლიდერი იქნება. ყველა თვისება აქვს საამისოდ – თამაშის ნიჭიც და, რაც მთავარია, ხასიათი.

გასულ სეზონში ერნანდესი მილანის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მიმდინარე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, თუ ასე გააგრძელა, სერია ას ერთ-ერთ ინდივიდუალურ ჯილდოსაც ჩაიხუტებს – 13 ტურში 4 გოლი მცველისთვის დიდებული ამბავია.

2021 წელს მილანი სერია ას ლიდერად და 14 ტურში 34 ქულით ხვდება. ეს ზუსტად ორჯერ მეტია, ვიდრე წინა ჩემპიონატრში.

ამავდროულად: სტეფანო პიოლის გუნდმა ჩემპიონატის ზედიზედ 15 ტურში გაიტანა მინიმუმ 2 გოლი, ასეთი რამ კი ევროპის საუკეთესო 5 პირველობის ისტორიაში მხოლოდ ბარსელონამ შეძლო… 1948 წელს (18 თამაში).

მაგრამ სკუდეტოზე საუბარი მაინც ადრეა – წინ რთული თვეებია, არც ინტერს, რომას და ნაპოლის სძინავთ, იუვე კიდე, ფიორესთან რომ თავი მომჭრა, მჯერა უკეთესად დაბრუნდება.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 24 დეკემბერი)

ka_GEGeorgian