ტიერი ანრი… მეხუთედ!

საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის არსენალის 29 წლის თავდამსხმელი ტიერი ანრი დაასახელდა. ფრანს ფუტბოლის გამოკითხვაში, რომელშიც ჟურნალისტები მონაწილეობენ, ფორვარდმა ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მეხუთედ იმარჯვა.

2005-06 წლების სეზონში ტიერი ანრიმ არსენალის შემადგენლობაში 45 თამაშში 33 გოლი გაიტანა, მათ შორის 27 ინგლისის პრემიერლიგაში, რითაც ზედიზედ მესამედ მოიპოვა საუკეთესო გოლეადორის ტიტული, ევროპის მასშტაბით კი წინა ორ სეზონში მოპოვებულ „ოქროს ბუცს“ „ვერცხლის ბუცი“ შემატა.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა ლონდონური კლუბის შემადგენლობაში 17 თამაშში 7 გოლი გაიტანა, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს კი 2006 წელს 16 თამაშში 8 გოლით შეეწია.

ბედნიერი ვარ ამ აღიარებით! ლს ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, ერთი ეგაა, ორ ფინალში დავმარცხდი, რაც გულს მწყვეტს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩემი თამაში დადებითად შეაფასასამშობლოში საუკეთესოობას სხვა ფასი აქვს! – განაცხადა ტრიუმფატორმა, რომელიც გაზაფხულზე ინგლისელმა ჟურნალისტებმა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად მესამედ აღიარეს (2003, 2004, 2006). ანრი ინგლისის 2გზის საუკეთესო ფეხბურთელია (2003 და 2004) პროფესიონალ ფეხბურთელთა ვერსიით…

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ რეფერენდუმში, რომელიც ასევე ფრანს ფუტბოლის მიერ იყო ორგანიზებული, ტიერი ანრიმ მე3 ადგილი დაიკავა.

გოლეადორი ასევე მესამე იყო ინგლისური უორლდ სოკერის გამოკითხვაში, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს. სამაგიეროდ, ანრიმ კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ფრანგული ჟურნალის ონზ მონდიალის ვერსიით მოიგო (მეორედ).

ცნობისათვის: ფრანს ფუტბოლმა ტიერი ანრი 1996 წელს, როცა ფეხბურთელი ჯერ კიდევ მონაკოს ღირსებას იცავდა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარა. და კიდევ: აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ერთ ფეხბურთელს ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმი ზედიზედ 4ჯერ, საერთო ჯამში კი 5ჯერ მოეგოს.

საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელები
2006 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი, ინგლისი)
2005 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი, ინგლისი)
2004 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი, ინგლისი)
2003 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი, ინგლისი)
2002 ზინედინ ზიდანი (მადრიდის რეალი, ესპანეთი)
2001 პატრიკ ვიეირა (ლონდონის არსენალი, ინგლისი)
2000 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი, ინგლისი)
1999 სილვენ ვილტორი (ბორდო)
1998 ზინედინ ზიდანი (ტურინის იუვენტუსი, იტალია)
1997 ლილიან ტურამი (პარმა, იტალია)
1996 დიდიე დეშამი (ტურინის იუვენტუსი, იტალია)
1995 ვინსენ გერენი (პარი სენ-ჟერმენი)
1994 ბერნარ ლამა (პარი სენ-ჟერმენი)
1993 დავიდ ჟინოლა (პარი სენ-ჟერმენი)
1992 ალენ როში (პარი სენ-ჟერმენი)
1991 ჟან-პიერ პაპენი (მარსელის ოლიმპიკი)
1990 ლორან ბლანი (მონპელიე)
1989 ჟან-პიერ პაპენი (მარსელის ოლიმპიკი)
1988 სტეფან პაილი (სოშო)
1987 ალენ ჟირესი (მარსელის ოლიმპიკი)
1986 მანუელ ამორო (მონაკო)
1985 ლუის ფერნანდესი (პარი სენ-ჟერმენი)
1984 ჟან ტიგანა (ბორდო)
1983 ალენ ჟირესი (ბორდო)
1982 ალენ ჟირესი (ბორდო)
1981 მაქსიმ ბოსი (ნანტი)
1980 ჟან-ფრანსუა ლარიო (სენტ-ეტიენი)
1979 მაქსიმ ბოსი (ნანტი)
1978 ჟან პეტი (მონაკო)
1977 მიშელ პლატინი (ნანსი)
1976 მიშელ პლატინი (ნანსი)
1975 ჟან-მარკ ჟილუ (ნიცა)
1974 ჟორჟ ბერეტა (სენტ-ეტიენი)
1973 ჟორჟ ბერეტა (სენტ-ეტიენი)
1972 მარიუს ტრეზორი (მარსელის ოლიმპიკი)
1971 ჟორჟ კარნუ (მარსელის ოლიმპიკი)
1970 ჟორჟ კარნუ (სენტ-ეტიენი)
1969 ერვ რეველი (სენტ-ეტიენი)
1968 ბერნარ ბოსკუიე (სენტ-ეტიენი)
1967 ბერნარ ბოსკუიე (სენტ-ეტიენი)
1966 ფილიპ ჟონდე (ნანტი)
1965 ფილიპ ჟონდე (ნანტი)
1964 მარსელ არტელესა (მონაკო)
1963 ივონ დუი (მონაკო)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 21 დეკემბერი)

ka_GEGeorgian