ტოკიო 2020: ოლიმპიური ჩირაღდანი ფუკუშიმას ეწვევა

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ფარგლებში ტოკიო 2020-ის ჩირაღდანი ფუკუშიმას პრეფექტურის დახურულ ზონებს ეწვევა, ასევე 2011 წელს ცუნამის და მიწისძვრის შედეგად დანგრეული ატომური ელექტრო სადგურის ენერგობლოკს ოკუმაში.

იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძიო აბეს და ქვეყნის ხელისუფლებას ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გამოყენებით სურთ 2011 წლის რადიაციული კატასტროფისგან დაზარალებული რეგიონების აღდგენის პროგრესის წარმოჩენა, რამაც თავის მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონში დაბრუნებისკენ უნდა უბიძგოს.

აპრილში მთავრობამ ქალაქ ოკუმას ზოგიერთ რაიონში სავალდებულო ევაკუაციის აკრძალვა ნაწილობრივ მოხსნა, თუმცა მის ძირითად ნაწილში დღემდე იგრძნობა რადიაქტიური დაბინძურების კვალი.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა, რომელიც 121 დღეს გაგრძელდება, 2020 წლის 26 მარტს დაიწყება. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი ივატეს პრეფექტურაში 27,7 მეტრი სიმაღლის ფიჭვი გახდება. ეს ხე ერთადერთია, რომელიც 2011 წლის გამანადგურებელ ცუნამის გადაურჩა. მართალია, რამდენიმე წლის შემდეგ ფიჭვი გახმა, მაგრამ ის ხელოვნურად აღადგინეს და გახდა მთელი რეგიონის იმედის სიმბოლოდ იქცა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 4 ივნისი)

ka_GEGeorgian