თორნიკე ოქრიაშვილი ხუთეულშია

უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილომაკედონიასთან ფრედ 1:1 ითამაშა და II ტურის შემდეგ მეტოქესთან ერთად ლიდერობს C დივიზიონის III ჯგუფს.
გუშინდელ მატჩში პირველი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტიდან გაიტანა მე13 წუთზე. 11მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევის გამო დაინიშნა.

ჩრდილომაკედონიელთა კარში გატანილი გოლი ოქრიაშვილისთვის ნაკრების მაისურით შეგდებული მე10 ბურთია და ახლა ის გუნდის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა შორის მე5 ადგილზეა ვაკო ყაზაიშვილთან და ჯაბა კანკავასთან ერთად. აქვე გეტყვით, რომ ოქრიაშვილის გოლი 280ეა ნაკრების ისტორიაში, ხოლო თუ მხოლოდ ევროპელ მეტოქეებს გავითვალისწინებით – 250ე.

ოქრიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში პირველად 2010 წლის 17 ნოემბერს ითამაშა სლოვენიის ქალაქ კოპერში, მასპინძლებთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში. თემურ ქეცბაიამ ის 62ე წუთზე ჩართო თამაშში ნიკა გელაშვილის ნაცვლად.

პირველი გოლი კი, საკმაოდ ეფექტური, თავდამსხმელმა 2012 წლის 7 სექტემბერს შეაგდო: ბრაზილია 2014ის საკვალიფიკაციოში ქართველებმა ბელარუსები თბილისში სწორედ თორნიკეს ზუსტი დარტყმით დაამარცხეს – 1:0.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბელარუსებთან გატანილი გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საიუბილეო, მე200 ზუსტი დარტყმა იყო.

დღეისთვის ოქრიაშვილმა 42ჯერ ითამაშა ნაკრებში და გოლი 10 შეხვედრაში გაიტანა, აქედან 3ჯერ 11მეტრიანით.

ჩრდილომაკედონიელებამდე მან ასევე პენალტით დასაჯა ლატვიელები უეფას ერთა ლიგის I გათამაშების საშინაო შეხვედრაში (2019 წლის 9 სექტემბერი), 2015 წლის 8 ოქტომბერს კი გიბრალტარის ნაკრებს გაუტანა პენალტი.

ცნობისათვის: გიბრალტარი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ოქრიაშვილმა 2 ბურთი შეუგდო.

მომდევნო შეხვედრებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში გამართავს: 8ში ბელარუსს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევრო 2021ს მიუახლოვდება, 11 და 14 ოქტომბერს კი მიმდინარე ერთა ლიგის III და IV ტურის მატჩებში ჯერ სომხეთს ესტუმრება, შემდეგ ჩრდილომაკედონიას.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ბომბარდირები – ტოპ 5
26 – შოთა არველაძე (1992-2007; 61 მატჩი ნაკრებში)
17 – თემურ ქეცბაია (1990-2003; 51)
15 – ალექსანდრე იაშვილი (1996-2011; 67)
12 – გიორგი დემეტრაძე (1996-2007; 56)
12 – ლევან კობიაშვილი (1996-2011; 100)
10 – თორნიკე ოქრიაშვილი (2010 წლიდან; 42)
10 – ვაკო ყაზაიშვილი (2014 წლიდან; 47)
10 – ჯაბა კანკავა (2004 წლიდან; 88)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 სექტემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian