ტროფეო ლეხენდა რონალდუს

კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გამოცემა მარკამ პრესტიჟული პრიზით – ტროფეო ლეხენდათი დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონიას ესპანეთის დედაქალაქმა, დედოფალ ვიქტორიას სახელობის თეატრმა უმასპინძლა.

„მადლობა ყველას, ვინც ამ ჯილდოს მოპოვებაში დამეხმარა. ეს ლამაზი თასი გამორჩეულ ადგილს დაიჭერს ჩემ მუზეუმში“, – განაცხადა ესპანეთის დედაქალაში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩასულმა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა.

კრიშტიანუ რონალდუ მეორე სეზონია ტურინის იუვენტუსისთვის უტევს, თუმცა იტალიაში გადასვლამდე 9 საოცარი წელი გაატარა მადრიდულ კლუბში და უამრავი ინდივიდუალური თუ გუნდური ჯილდო მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ. რეალის მაისურით თამაშისას რონალდუ სამეფო კლუბის და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე პორტუგალიელს მეგობარი გოგონა ჯორჯინა როდრიგესი, პირადი აგენტი ჟორჟე მენდეში და ოჯახის წევრები ახლდნენ, ხოლო დაჯილდოების დროს სცენაზე მასთან ერთად იდგა რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

მარკას ტროფეო ლეხენდა სხვადასხვა დროს ისეთ გამორჩეულ სპორტსმენებს მოუგიათ, როგორებიც რაფაელ ნადალი, მაიკლ ჯორდანი, მაიკლ ფელპსი, პო გასოლი, მიგელ ინდურაინი, უსეინ ბოლტი, როჯერ ფედერერი, ლეო მესი, პაოლო მალდინი, რაული და დიეგო მარადონა არიან.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 29 ივლისი)

ka_GEGeorgian