ცინცაძემ ევერესტი დაიპყრო!

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ ევერესტი დალაშქრა! ის საერთაშორისო ექსპედიციაში მონაწილეობდა.

გამოცდილი ქართველი ალპინისტი ევერესტის პიკზე, 8848 მეტრზე გუშინ, დილის 9 საათზე ავიდა. მასთან ერთად „დედამიწის სახურავზე“ შეაბიჯა ექსპედიციის კიდევ 7-მა მონაწილემ.

ქართველ მთამსვლელთაგან მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი არაერთს დაულაშქრავს, მათ შორის გია თორთლაძეს, ბიძინა გუჯაბიძეს, ლევ სარქისოვს, ბენო ქაშაკაშვილს, ირაკლი უგულავას…

მწვერვალზე ასული პირველი ქართველი კი რომან გიუტაშვილი გახლავთ. მან ყველა მთამსვლელის ოცნება 1991 წლის 10 ოქტომბერს აისრულა. იმ დროს ის 55 წლის გახლდათ და ევერესტის მეორე უხუცესი დამლაშქრავი გახდა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 17 მაისი)

ka_GEGeorgian