U19: ორი მარცხი ელიტ-რაუნდში
საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ელიტ-რაუნდის საწყის 2 ტურში მარცხის შემდეგ დაკარგა. ელიტ-რაუნდს თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის მთავარი და სათადარიგო სტადიონი მასპინძლობს.
გიორგი დევდარიანის გუნდმა პირველი შეხვედრა 29 მაისს, ესპანეთთან გამართა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს თანაბრად ეთამაშა, 4 მიუტევებელი შეცდომის გამო 1:4 დამარცხდა. იმავე დღეს პორტუგალიამ თურქეთი გაანადგურა – 6:1.
გუშინ, 31 მაისს II ტურის მატჩები გაიმართა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩამორჩენის შემდეგ დაწინაურება მოახერხეს, მაგრამ თამაშის მიწურულს კვლავ შეცდნენ და ისევ დამარცხდნენ – 2:3. მეორე ტურში თურქეთი კიდევ ერთხელ განადგურდა, ამჯერად ესპანეთთან – 0:5.
„ნაწილობრივ მამშვიდებს ის, რომ მე-2 ტაიმში ჩვენი თამაში ფეხბურთს მაინც ჰგავდა… შეცდომების მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელები ფიზიკურ მომზადებაში მოიკოჭლებენ… დიდი მადლობა საბურთალოს – ნაკრებში ამ გუნდის 11 მოთამაშეა“, – განაცხადა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა.
3 ივნისს მე-3, დასკვნით ტურში ქართველები თურქებს გაეჯიბრებიან, ესპანეთ-პორტუგალიის მატჩში კი ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე გაირკვევა.
29 მაისი, 2015. ევრო 2015 – ელიტ-რაუნდი. თბილისი, მიხეილ მესხი. 4 000
საქართველო 1:4 ესპანეთი
გოლები: 0:1 მ.ასენსიო (14), 0:2 ხ.ვალიეხო (27), 1:2 გიორგი თევზაძე (45), 1:3 ბ.მაიორალი (79), 1:4 ა.პედრასა (90)
საქართველო: ოთო გოშაძე, გრიგოლ ჩაბრაძე (აკაკი შულაია 80), ზურაბ მალანია, გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე, გიორგი თევზაძე, ილია კერძევაძე (კაპ) (ლადო მოხევიშვილი 46), გიორგი ხარაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ბერიძე, რომან ჭანტურია (გურამ გოშთელიანი 46)
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
ესპანეთი: ა.სივერა, ა.მარინი (კაპ), ა.კარიკოლი, ხ.მერე, დ.კონჩა, დ.სებალიოსი (მ.მერინო 57), ბ.მაიორალი, მ.ასენსიო, ხ.ვალიეხო, პ.ჩეიხი (რ.ერნანდესი 68), ვ.პასტრანა (ა.პედრასა 68)
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
გაფრთხილება: ჯემალ ტაბიძე, დ.სებალიოსი, პ.ჩეიხი, აკაკი შულაია
მსაჯები: რ.პეტრესკუ (რუმინეთი); ა.ჩერეი (რუმინეთი); დ.ი.გოლისი (პოლონეთი)
31 მაისი, 2015. ევრო 2015 – ელიტ-რაუნდი. თბილისი, მიხეილ მესხი. 3 000
საქართველო 2:3 პორტუგალია
გოლები: 0:1 პ.როდრიგეში (3, პენ), 1:1 ზურაბ მალანია (45), 2:1 გურამ გოშთელიანი (49), 2:2 ფ.სილვა (70), 2:3 ჟ.დიაში (76)
საქართველო: ოთო გოშაძე, აკაკი შულაია (ლადო მოხევიშვილი 75), ზურაბ მალანია, გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე, გიორგი თევზაძე (გრიგოლ ჩაბრაძე 62), ლუკა ზარანდია (კაპ), გიორგი ხარაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ბერიძე (მათე კვირკვია 72), გურამ გოშთელიანი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
პორტუგალია: ჟ.პერეირა (კაპ), ჟ.სილვა, დ.სოუზა, პ.როდრიგეში, რ.სანჩესი (ჟ.დიაში 56), რ.მასედო (ა.სილვა 74), ჟ.ლიმა, დ.გომეში (ფ.სილვა 46), ა.ორტა, პ.ენრიკე, დ.ჟოტა
მწვრთნელი: ედგარ ბორგეში
გაფრთხილება: აკაკი შულაია, ლუკა ზარანდია, ოთარ კიტეიშვილი, ჟ.დიაში, რომან ჭანტურია, ა.სილვა, ლუკა ზარანდია, გურამ გოშთელიანი, დ.ჟოტა, ჟ.ლიმა
გაძევება: ლუკა ზარანდია (88)
მსაჯები: რ.პეტრესკუ (რუმინეთი); ა.ჩერეი (რუმინეთი); ი.სეიდელი (გერმანია)
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 1 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია