U21: საქართველო 3:3 უკრაინა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უკრაინელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი ფრედ 3:3 დაასრულა. თამაშის მსვლელობისას გია გეგუჩაძის გუნდი ორჯერ აგებდა, შემდეგ კი იგებდა.

უკრაინელები წაგებას ბექა ვაჩიბერაძემ გადაარჩინა, რომელმაც მსაჯის დამატებულ დროში გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ბექა ქუთაისის ტორპედოს ყოფილი ფეხბურთელის ზაზა ვაჩიბერაძის ვაჟია და წლებია უკვე, რაც უკრაინის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში თამაშობს.

„სასარგებლო მატჩი გამოდგა. ნათლად დავინახეთ ფეხბურთელების შესაძლებლობები და შეიძლება ითქვას, რომ გამოიკვეთა ის ბირთვი, რომელსაც მომდევნო შეხვედრებში უნდა დავეყრდნოთ. შეცდომები მრავლად იყო, თუმცა ეს იმის ბრალიცაა, რომ ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშეთ“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ.

ეს გეგუჩაძის მეორე მატჩი იყო ახალგაზრდულის მთავარი მწვრთნელის რანგში. სადებიუტო შეხვედრაში, 23 მარტს, 21-წლამდელებმა სანმარინოელებს თბილისში, მიხეილ მესხზე 4:0 სძლიეს. ეს ევრო 2017-ის შესარჩევი მატჩი გახლდათ.

28 მარტი, 2016. ამხანაგური. ზესტაფონი, დავით აბაშიძე. 350
საქართველო 3:3 უკრაინა
გოლებ: 0:1 ედუარდ სობოლი (19), 1:1 რომან ჭანტურია (22), 1:2 რომან იარემჩუკი (27), 2:2 ოთარ კიტეიშვილი (35), 3:2 ლევან შენგელია (65), 3:3 ბექა ვაჩიბერაძე (90)
საქართველო: ლაზარე კუპატაძე, ლევან გეგეჭკორი (თორნიკე კირკიტაძე 85), გაგი მარგველაშვილი (ზურაბ ჯაფიაშვილი 85), ჯემალ ტაბიძე, გიორგი გოროზია (პაპუნა ფონიავა 85), რომან ჭანტურია (ბუდუ ზივზივაძე 46), ბაჩანა არაბული (ლევან გეგეჭკორი 46), ოთარ კიტეიშვილი (ლაშა ქოჩლაძე 72), გიორგი ხარაიშვილი (თეიმურაზ მარკოზაშვილი 72), გიორგი თევზაძე (დაჩი ცნობილაძე 74), ვაკო გვილია (ლუკა ზარანდია 46)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
უკრაინა: დმიტრო ბეზრუკი, პავლო ლუკიანჩუკი, ზურაბ ოჩიგავა, ტარას კაჩარაბა, ბექა ვაჩიბერაძე, ვლადლენ იურჩენკო (ალექსანდრ ზუბკოვი 46), ვლადისლავ კაბაევი (ოლეგ დანჩენკო 65), რომან იარემჩუკი (ალექსეი ბესედინი 72), დენის მიროშნიჩენკო, ალექსეი მიხაილიჩენკო (მაქსიმ ტრეტიაკოვი 72), ედუარდ სობოლი
მწვრთნელი: ალექსანდრ ჰოლოვკო
გაფრთხილება: ბექა ვაჩიბერაძე, პავლო ლუკიანჩუკი
მსაჯები: ლაშა სილაგავა; ლევან ვარამიშვილი, ლევან თოდრია

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 28 მარტი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian