წლის რჩეულები: 2013

2013 წლის მიწურულს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოავლინა.
სფფ-ის გამოკითხვაში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე ასაკობრივი ნაკრები გუნდების თავკაცები მონაწილეობდნენ.
სფფ-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას – GFF Awards – 2013 წლის 26 დეკემბერს რესტორანმა ქალაქურმა უმასპინძლა.

 

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: გურამ კაშია (არნემის ვიტესი, ნიდერლანდები)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: ჯაბა კანკავა (დნეპროპეტროვსკის დნიპრო, უკრაინა), გიორგი ლორია (დინამო თბილისი)

საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ვაკო ყაზაიშვილი (არნემის ვიტესი, ნიდერლანდები)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: გიორგი ჭანტურია (არნემის ვიტესი, ნიდერლანდები) და გიორგი პაპავა (დინამო თბილისი)

საქართველოს XXIV (2012-13წწ) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: გიორგი ლორია (დინამო თბილისი)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: ჩისკო მუნიოსი (დინამო თბილისი; ესპანეთი), ელგუჯა გრიგალაშვილი (დინამო თბილისი)

საუკეთესო ლეგიონერი: გურამ კაშია (არნემის ვიტესი, ნიდერლანდები)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: ვაკო ყაზაიშვილი (არნემის ვიტესი, ნიდერლანდები), ჯაბა კანკავა (დნეპროპეტროვსკის დნიპრო, უკრაინა)

საუკეთესო გუნდი: 19-წლამდელთა ნაკრები (პრიზი მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს გადაეცა)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია