წლის რჩეულები: 2014

2014 წლის მიწურულს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოავლინა.
სფფ-ის გამოკითხვაში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე ასაკობრივი ნაკრები გუნდების თავკაცები მონაწილეობდნენ.
სფფ-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას – GFF Awards – 2014 წლის 25 დეკემბერს რესტორანმა ქალაქურმა უმასპინძლა.


საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: საბა კვირკველია (ყაზანის რუბინი, რუსეთი)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ჯაბა კანკავა (დნეპროპეტროვსკის დნიპრო, უკრაინა)

საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: ლუკა ზარანდია (გენკი, ბელგია), ოთარ კიტეიშვილი (რუსთავის მეტალურგი)

საქართველოს XXV (2013-14წწ) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: ჩისკო მუნიოსი (დინამო თბილისი; ესპანეთი)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ირაკლი მოდებაძე (გორის დილა)

საუკეთესო ლეგიონერი: საბა კვირკველია (ყაზანის რუბინი, რუსეთი)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ჯაბა კანკავა (დნეპროპეტროვსკის დნიპრო, უკრაინა)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია