წლის რჩეულები: 2016
2016 წლის მიწურულს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოავლინა.
სფფ-ის გამოკითხვაში ეროვნული ჩემპიონატის I და II ლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ.
სფფ-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას – GFF Awards – 2016 წლის 28 დეკემბერს სასტუმრო რუმსმა უმასპინძლა.
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: გურამ კაშია (არნემის ვიტესი, ნიდერლანდები), ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი), ვაკო გვილია (ბორისოვოს ბატე, ბელარუსი)
საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბილისი)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: გიორგი ხარაიშვილი (თბილისის საბურთალო), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბილისი)
საქართველოს XXVII (2015-16წწ) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: თემურ შონია (ბათუმის დინამო), ბაჩანა არაბული (დინამო თბილისი)
საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: გულნარა გაბელია
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: ტატა მატვეევა, ნინო სუთიძე
ქალთა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: ლანა გიორგაძე
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: ნინო ჭუჭულაშვილი, ქრისტინე შახკულიანი, ელენე რაუხი
საუკეთესო მწვრთნელი: გია ცეცაძე (სამტრედია)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: სოსო ფრუიძე (საჩხერის ჩიხურა), კახა ჩხეტიანი (ქუთაისის ტორპედო)
საუკეთესო მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: ლაშა სილაგავა, გოგა კიკაჩეიშვილი
საუკეთესო გოლი: ნიკა მაისურაძე (შევარდენი 1906)
ფუტსალის საუკეთესო ფეხბურთელი: ზვიად კუპატაძე
ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური პრიზები
ბექა ოშხერელი (მაღალმთიან რაჭაში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის)
ერმილე ჩიტალაძე (ონის სპორტსკოლის დირექტორი)
პორფილე კოპალიანი (ცაგერის ბავშვთა კლუბ ხვამლის ხელმძღვანელი)
თემურ ჭყონია (კომპანია კოკა-კოლას პრეზიდენტი; ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის)
ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური დიპლომები
ნიკა კაპანაძე (არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის)
გიორგი ციხისელი (ბავშვთა საფეხბურთო კლუბი Warriors)
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია