უორლდ სოკერი: კანავარო!

პოპულარულმა ინგლისურმა ყოველთვიურმა ჟურნალმა უორლდ სოკერმა მსოფლიოს 2006 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი, გუნდი, ახალგაზრდა მოთამაშე და მსაჯი დაასახელა.
იტალიის ნაკრების კაპიტანი ფაბიო კანავარო უორლდ სოკერის რჩეული გახდა – მადრიდის რეალის მცველმა გულშემატკივართა გამოკითხვაში დიდი უპირატესობით აჯობა ბარსელონს კამერუნელ ფორვარდ სამუელ ეტოოს და არსენალის ფრანგ გოლეადორ ტიერი ანრის.
აპენინელმა ქომაგების ხმათა 40.1% მოაგროვა, სამუელ ეტოომ 12.6, ტიერი ანრიმ კი 12.1.

ფაბიო კანავარო პირველი იტალიელია 1995 წლის შემდეგ, რომელმაც უორლდ სოკერის გამოკითხვაში იმარჯვა, ხოლო 1994 წლის ტრიუმფატორის პოლო მალდინის შემდეგ პირველი მცველია, რომელმაც საუკეთესოს წოდება მოიპოვა.

უორლდ სოკერის გამოკითხვით, წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული იტალიის ნაკრების თავკაცს მარჩელო ლიპის მიენიჭა (35.7%), საუკეთესო გუნდად ესპანეთის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის სუპერთასის მომგები ბარსელონა დასახელდა (42.3%), საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კატალონიელთა არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი (35.8%), საუკეთესო მსაჯის წოდება კი არგენტინელმა ორასიო ელიზონდომ მოიპოვა (38.7%), რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრას სჯიდა.

ცნობისათვის: უორლდ სოკერი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, მწვრთნელს და გუნდს გულშემატკივართა გამოკითხვის საფუძველზე 1982 წლიდან ავლენს, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს და მსაჯს კი 2005 წლიდან.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი
2006 ფაბიო კანავარო (რეალი, ესპანეთი; იტალია)
2005 რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2004 რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2003 პაველ ნედვედი (იუვენტუსი, იტალია; ჩეხეთი)
2002 რონალდო (რეალი, ესპანეთი; ბრაზილია)
2001 მაიკლ ოუენი (ლივერპული, ინგლისი; ინგლისი)
2000 ლუიშ ფიგუ (რეალი, ესპანეთი; პორტუგალია)
1999 რივალდო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
1998 ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი, იტალია; საფრანგეთი)
1997 რონალდო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
1996 რონალდო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
1995 ჯანლუკა ვიალი (იუვენტუსი, იტალია; იტალია)
1994 პაოლო მალდინი (მილანი, იტალია; იტალია)
1993 რობერტო ბაჯო (იუვენტუსი, იტალია; იტალია)
1992 მარკო ვან ბასტენი (მილანი, იტალია; ჰოლანდია)
1991 ჟან-პიერ პაპენი (ოლიმპიკი, საფრანგეთი; საფრანგეთი)
1990 ლოთარ მათეუსი (ინტერი, იტალია; გერმანია)
1989 რუუდ გულიტი (მილანი, იტალია; ჰოლანდია)
1988 მარკო ვან ბასტენი (მილანი, იტალია; ჰოლანდია)
1987 რუუდ გულიტი (მილანი, იტალია; ჰოლანდია)
1986 დიეგო მარადონა (ნაპოლი, იტალია; არგენტინა)
1985 მიშელ პლატინი (იუვენტუსი, იტალია; საფრანგეთი)
1984 მიშელ პლატინი (იუვენტუსი, იტალია; საფრანგეთი)
1983 ზიკო (უდინეზე, იტალია; ბრაზილია)
1982 პაოლო როსი (იუვენტუსი, იტალია; იტალია)

მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი
2006 მარჩელო ლიპი (იტალიის ნაკრები; იტალია)
2005 ჟოზე მოურინიუ (ჩელსი, ინგლისი; პორტუგალია)
2004 ჟოზე მოურინიუ (ჩელსი, ინგლისი; პორტუგალია)
2003 კარლო ანჩელოტი (მილანი, იტალია; იტალია)
2002 გუუს ჰიდინკი (კორეის ნაკრები; ჰოლანდია)
2001 ჟერარ ულიე (ლივერპული, ინგლისი; საფრანგეთი)
2000 დინო ძოფი (იტალიის ნაკრები; იტალია)
1999 ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; შოტლანდია)
1998 არსენ ვენგერი (არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი)
1997 ოტმარ ჰიცფელდი (დორტმუნდის ბორუსია, გერმანია; გერმანია)
1996 ბერტი ფოგთსი (გერმანიის ნაკრები; გერმანია)
1995 ლუის ვან გაალი (აიაქსი, ჰოლანდია; ჰოლანდია)
1994 კარლოს ალბერტო პარეირა (ბრაზილიის ნაკრები; ბრაზილია)
1993 ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; შოტლანდია)
1992 რიქარდ მიოლერ-ნილსენი (დანიის ნაკრები; დანია)
1991 მიშელ პლატინი (საფრანგეთის ნაკრები; საფრანგეთი)
1990 ფრანც ბეკენბაუერი (გფრის ნაკრები; გერმანია)
1989 არიგო საკი (მილანი, იტალია; იტალია)
1988 რინუს მიხელსი (ჰოლანდიის ნაკრები; ჰოლანდია)
1987 იოჰან კრუიფი (აიაქსი, ჰოლანდია; ჰოლანდია)
1986 გი ტისი (ბელგიის ნაკრები; ბელგია)
1985 ტერი ვენეიბლზი (ბარსელონა, ესპანეთი; ინგლისი)
1984 მიშელ იდალგო (საფრანგეთის ნაკრები; საფრანგეთი)
1983 ზეპ პიონტეკი (დანიის ნაკრები; გფრ)
1982 ენცო ბეარზოტი (იტალიის ნაკრები; იტალია)

მსოფლიოს საუკეთესო გუნდი
2006 ბარსელონა (ესპანეთი)
2005
ლივერპული (ინგლისი)
2004
საბერძნეთის ნაკრები
2003 მილანი (იტალია)
2002 ბრაზილიის ნაკრები
2001
ლივერპული (ინგლისი)
2000
საფრანგეთის ნაკრები
1999
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
1998
საფრანგეთის ნაკრები
1997
ბორუსია (დორტმუნდი, გერმანია)
1996
ნიგერიის ოლიმპიური ნაკრები
1995
აიაქსი (ამსტერდამი, ჰოლანდია)
1994 მილანი (იტალია)
1993 პარმა (იტალია)
1992 დანიის ნაკრები
1991 საფრანგეთის ნაკრები
1990
გფრის ნაკრები
1989
მილანი (იტალია)
1988
ჰოლანდიის ნაკრები
1987
პორტუ (პორტუგალია)
1986
არგენტინის ნაკრები
1985
ევერტონი (ლივერპული, ინგლისი)
1984
საფრანგეთის ნაკრები
1983
ჰამბურგი (გფრ)
1982
იტალიის ნაკრები

მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
2006 ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)
2005 რობინიო (რეალი, ესპანეთი; ბრაზილია)

მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი
2006 ორასიო ელიზონდო (არგენტინა)
2005 პიერლუიჯი კოლინა (იტალია)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 18 დეკემბერი)

ka_GEGeorgian