XX საუკუნის რჩეულები
გაზეთ სარბიელის ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს.
გამოკითხვის მონაწილეები 5 ფეხბურთელს და მწვრთნელს ირჩევდნენ, ქულები კი ადგილების შესაბამისად ნაწილდებოდა: პირველი ადგილი – 5 ქულა, მეორე – 4, მესამე – 3, მეოთხე – 2 და მეხუთე – 1.
საუკუნის ფეხბურთელი
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად ლეგენდარული თავდამსხმელი, გასული საუკუნის 60-იანი წლების ვარსკვლავი მიხეილ მესხი დასახელდა, რომელმაც ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა, 1964 წლის 18 ნოემბერს „ოქროს ბიჭებთან“ ერთად მოიგო სსრკ ჩემპიონის ტიტული, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში კი 1960 წელს ევროპის თასის პირველ გათამაშებაში გაიმარჯვა.
1.მიხეილ მესხი – 2 652 ქულა
2.ბორის პაიჭაძე – 2 557
3.სლავა მეტრეველი – 1 804
4.დავით ყიფიანი – 1 199
5.მურთაზ ხურცილავა – 968
6.ავთანდილ ღოღობერიძე – 841
7.მანუჩარ მაჩაიძე – 571
8.ალექსანდრე ჩივაძე – 427
9.რამაზ შენგელია – 245
10.ვიტალი დარასელია – 244
11.შოთა იამანიძე – 179
12.ვლადიმერ გუცაევი – 122
13.გიორგი ქინქლაძე – 110
14.რევაზ ძოძუაშვილი – 92
15.ვლადიმერ ბარქაია, გაიოზ ჯეჯელავა – 43
16.სერგო კოტრიკაძე – 42
17.შოთა არველაძე – 40
18.გივი ჩოხელი – 34
19.თემურ ქეცბაია – 32
20.გიორგი სიჭინავა – 29
21.ილია დათუნაშვილი – 24
22.თენგიზ სულაქველიძე – 22
23.ბორის სიჭინავა – 15
24.რევაზ ჩელებაძე – 14
25.გელა კეტაშვილი – 11
26.დავით მუჯირი (უმცროსი), გოჩა ჯამარაული, ზაურ კალოევი – 10
27.გივი დიდავა – 8
28.ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, კახი ცხადაძე – 6
29.ვალტერ გუჩუა, ირაკლი ზოიძე, ნიკოლოზ ტოგონიძე, ზაზა რევიშვილი, ავთანდილ ჭკუასელი – 5
30.მიხეილ აშვეთია, დავით გოგია, დავით მუჯირი (უფროსი), ნიაზ ძიაპშიპა, კახი ასათიანი – 4
31.რატი ალექსიძე, არჩილ არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, ფირუზ კანთელაძე, დიმიტრი კუდინოვი, გიორგი ნემსაძე – 3
32.გურამ პეტრიაშვილი, შოთა შავგულიძე, სერგო შუდრა, ვახტანგ ქორიძე, დავით ყანდარელი, შოთა ხინჩაგაშვილი, ზაზა ჯანაშია – 2
33.მიხეილ ბერძენიშვილი, დავით გვარამაძე, ალექსანდრე დოროხოვი, ანზორ კავაზაშვილი, გოჩა მაჩაიძე, ლევან ნოდია, უშანგი რუხაძე, მამუკა ფანცულაია, ჯონი ჯაგიდისი – 1
საუკუნის მწვრთნელი
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული თბილისის დინამოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ თავკაცს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს, ნოდარ ახალკაცს ხვდა წილად.
მისი ხელმძღვანელობით თბილისურმა კლუბმა 1981 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო, 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, 1976 და 1979 წლებში კი თასი.
1.ნოდარ ახალკაცი – 1 819 ქულა
2.ანდრო ჟორდანია – 1 557
3.ანატოლი ნორაკიძე – 532
4.გავრილ კაჩალინი – 323
5.რევაზ ძოძუაშვილი – 285
6.მიხაილ იაკუშინი – 146
7.თემურ მახარაძე – 111
8.ვლადიმერ გუცაევი – 52
9.დავით ყიფიანი – 35
10.შალვა კაკაბაძე – 23
11.მურთაზ ხურცილავა – 15
12.ვიაჩესლავ სოლოვიოვი – 14
13.ალექსანდრე კოტრიკაძე, გივი ნოდია – 12
14.უშანგი სალდაძე – 10
15.ჯონი ჯანელიძე, ვლადიმერ ელოშვილი – 6
16.ნესტორ ჩხატარაშვილი – 5
17.გაიოზ დარსაძე, შოთა ესებუა, სოსო ფილია, მიხაილ ბუტუსოვი – 4
18.კახი ასათიანი – 3
19.სოსო ფრუიძე, დიმიტრი რამიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ჭეიშვილი, კარლო ხურციძე – 2
20.რევაზ გაგუა, ელგუჯა გუგუშვილი, გერმან ზონინი, გიორგი კვირიკაშვილი, ჟიულ ლიმბეკი, ილია ლობჟანიძე, გოგი მამალაძე, გივი ფირცხალავა, სოსო ჭედია – 1
საუკუნის ნაკრები (1-4-3-3)
მეკარე: სერგო კოტრიკაძე (423 ქულა)
მცველები: რევაზ ძოძუაშვილი (587), ალექსანდრე ჩივაძე (724), მურთაზ ხურცილავა (764), გივი ჩოხელი (484)
ნახევარმცველები: ვიტალი დარასელია (483), ავთანდილ ღოღობერიძე (368), დავით ყიფიანი (644)
თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი (678), ბორის პაიჭაძე (585), მიხეილ მესხი (762)