ყველაზე დიდი უნგრელი

დღეს ევროფეხბურთი ულამაზეს ბუდაპეშტში შეივლის: ფერენც პუშკაშ არენაზე უნგრელები ევროჩემპიონებს, კრიშტიანუ რონალდუს და მის პორტუგალიას დაუხვდებიან.
ევრო 2020ის მასპინძლებიდან პუშკაშ არენა ერთადერთია, რომელიცმწვანეა“ – ანუ გულშემატკივრებს ტრიბუნებზე ყველა ადგილის დაკავება შეუძლიათ. რამდენად შეძლებენ ამას, მალე ვნახავთ.

კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ, მორიგ რეკორდს დაწერს: გახდება პირველი, რომელიც მეხუთედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე – 2004, 2008, 2012, 2016, 2020…

ამას გარდა ის კიდევ ბევრ მიღწევას ემუქრება და ამაზე თავის დროზე, ახლა კი ამ ფოტოზე აღბეჭდილ ქალბატონზე:

ეს გახლავთ ყველაზე ცნობილი უნგრელი, ვისაც კი პირადად შევხვდი, თან არაერთხელ: იუდით პოლგარი, ლეგენდარული მოჭადრაკე.

ის ერთადერთი ქალია, რომელმაც თავის დროზე ვაჟთა შორის მსოფლიოს 11(!), მოქმედი ან ექს-ჩემპიონი დაამარცხა!

ასევე ერთადერთი ქალია, რომლის რეიტინგი 2700ს გადასცდა!

1989 წლიდან კარიერის დასრულებამდე, 2014 წლის ჩათვლით, ის ქალთა მსოფლიო რეიტინგს ლიდერობდა!

და ასევე ერთადერთია, რომელმაც ვაჟთა მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ათეულში შესვლა შეძლო!

მოკლედ, იუდით პოლგარი ჭადრაკის პელე, მარადონა, ზიდანი, მესი და რონალდუა!

მას სამი წლის წინ, ბათუმში შევხვდი – იუდით პოლგარი საქართველოში გამართული ყველაზე დიდი სპორტული ფორუმის, საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმი 2018ის კეთილი ნების ელჩი გახლდათ

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 15 ივნისი)

ka_GEGeorgian