ზლატანის მე12 გულდბოლენი

3წლიანი შესვენების შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კიდევ ერთხელ, მეთორმეტედ მოიგო შვედეთის წლის უძლიერესი მოთამაშის ტიტული – გულდბოლენი (ოქროს ბურთი)!
შვედეთის ფეხბურთის ფედერაცია წლის ფეხბურთელს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გაზეთ აფტონბლადეტთან ერთად ავლენს. 1946-65 წლებში გულდბოლენის თანაორგანიზატორი სტოკჰოლმს-ტიდნინგენი იყო.
რეფერენდუმის 75წლიან ისტორიაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი 12 ოქროს ბურთით ყველაზე წარმატებულია და ასევე ერთადერთია, რომელმაც ეს ჯილდო მინიმუმ 3ჯერ მოიგო!

იბრაჰიმოვიჩი 39 წლისაა, მაგრამ დიდებულ ფორმაშია და ამიტომაც, მილანის ხელმძღვანელობამ სუპერფორვარდს კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა ხელშეკრულება – ის 2021 წლის 1 ივლისამდე დაიცავს გრანდის ღირსებას.

შავ-წითლები სერია ას რომ ლიდერობენ, ეს, დიდწილად, იბრაჰიმოვიჩის შესანიშნავი თამაშის დამსახურებაა – 6 მატჩში 10 გოლი 39 წლის თავდამსხმელისთვის კი არა, ყველა შემტევისთვის საოცნებო შედეგია! არ დაგავიწყდეთ: კოვიდ 19ის გამო ზლატანს კიდევ 3 თამაში გაუცდა.

„ის შეუდარებელია და არ მიკვირს, მეთორმეტედ რომ აღიარეს საუკეთესოდ. სანამ ზლატანი ასეთ ფორმაში იქნება, ის ჩვენთან დარჩება“, – განაცხადა მილანის ლეგენდამ, დღეს კი კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პაოლო მალდინიმ.

იბრაჰიმოვიჩი შარშან, 27 დეკემბერს შეუერთდა მილანს ნახევარი წლით. მაგრამ სერია ას II წრეში იმდენად კარგად ითამაშა, რომ ახალი კონტრაქტიც მიიღო – 20 თამაშში გატანილი 11 გოლით შვედმა ეს ნაღდად დაიმსახურა.

მილანის ხელმძღვანელობამ მცდარი ნაბიჯი რომ არ გადადგა, მალევე გამოჩნდა:

ივლისში ის გახდა პირველი, რომელმაც სერია აში მინიმუმ 50 გოლი ორივე მილანური კლუბის მაისურით გაიტანა;

1 აგვისტოს, კალიარისთან 3:0 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა და 50იანი წლების გოლეადორის სილვიო პიოლას შემდეგ გახდა ყველაზე უხუცესი, რომელმაც ერთ სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა;

17 ოქტომბერს, 3:1 მოგებულ მილანურ დერბიში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა – დერბი დე ლა მადონინას ყველაზე ასაკოვანი მეგოლის მიღწევა კიდევ უფრო ფანტასტიკური გახადა!

22 ნოემბერს, ნეაპოლში მილანმა 3:1 მოიგო და იბრაჰიმოვიჩმა ზედიზედ მე8 თამაშში გაიტანა!

ასეთი ამბების შემდეგ შვედეთის წლის მოთამაშის ტიტული გასაკვირი ნაღდად არაა.

შვედეთის წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ლონდონის ჩელსის ლიდერი მაგდალენა ერიკსონი აღიარეს. 27 წლის მცველმა ეს ტიტული პირველად მოიპოვა.

2019-20 წლების სეზონში ერიკსონი ჩელსის ინგლისის ჩემპიონატის, ლიგის თასის და სუპერთასის მოგებაში დაეხმარა.


შვედეთის წლის ფეხბურთელები (ფეხბურთის ფედერაცია & აფტონბლადეტი)
2020 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, იტალია)
2019 ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი)
2018 ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი)
2017 ანდრეას გრანკვისტი (კრასნოდარი, რუსეთი)
2016 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი, მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი)
2015 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი)
2014 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი)
2013 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი)
2012 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, იტალია, პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი)
2011 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, იტალია)
2010 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ბარსელონა, ესპანეთი / მილანი, იტალია)
2009 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ინტერი, იტალია / ბარსელონა, ესპანეთი)
2008 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ინტერი, იტალია)
2007 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ინტერი, იტალია)
2006 ფრედრიკ ლიუნგბერგი (არსენალი, ინგლისი)
2005 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (იუვენტუსი, იტალია)
2004 ჰენრიკ ლარსონი (სელტიკი, შოტლანდია / ბარსელონა, ესპანეთი)
2003 ოლოფ მელბერგი (ასტონ ვილა, ინგლისი)
2002 ფრედრიკ ლიუნგბერგი (არსენალი, ინგლისი)
2001 პატრიკ ანდერსონი (ბაიერნი, გერმანია / ბარსელონა, ესპანეთი)
2000 მაგნუს ჰედმანი (ქოვენთრი სიტი, ინგლისი)
1999 სტეფან შვარცი (ვალენსია, ესპანეთი / სანდერლენდი, ინგლისი)
1998 ჰენრიკ ლარსონი (სელტიკი, შოტლანდია)
1997 პარ ზეტერბერგი (ანდერლეხტი, ბელგია)
1996 როლანდ ნილსონი (ჰელსინგბორგსი)
1995 პატრიკ ანდერსონი (მიონხენგლადბახის ბორუსია, გერმანია)
1994 ტომას ბროლინი (პარმა, იტალია)
1993 მარტინ დალინი (მიონხენგლადბახის ბორუსია, გერმანია)
1992 იან ერიკსონი (ნორჩიოპინგი / კაიზერსლაუტერნი, გერმანია)
1991 ანდერს ლიმპარი (არსენალი, ინგლისი)
1990 ტომას ბროლინი (ნორჩიოპინგი / პარმა, იტალია)
1989 იონას თერნი (მალმიო / ბენფიკა, პორტუგალია)
1988 გლენ ჰისენი (ფიორენტინა, იტალია)
1987 პეტერ ლარსონი (გიოტებორგი / აიაქსი, ნიდერლანდები)
1986 რობერტ პრიცი (იანგ ბოიზი, შვეიცარია)
1985 გლენ სტრიომბერგი (ატალანტა, იტალია)
1984 სვენ დალკვისტი (აიკ)
1983 გლენ ჰისენი (გიოტებორგი / პსვ ეინჰდოვენი, ნიდერლანდები)
1982 ტორბიორნ ნილსონი (გიოტებორგი / კაიზერსლაუტერნი, გფრ)
1981 თომას რაველი (იოსტერსი)
1980 როლფ ზეტერლუნდი (ბრაგე)
1979 იან მიოლერი (მალმიო)
1978 რონი ჰელსტრიომი (კაიზერსლაუტერნი, გფრ)
1977 როი ანდერსონი (მალმიო)
1976 ანდერს ლინდეროტი (იოსტერსი)
1975 კენტ კარლსონი (ატვიდაბერგსი)
1974 რალფ ედსტრიომი (პსვ ეინდჰოვენი, ნიდერლანდები)
1973 ბო ლარსონი (მალმიო)
1972 რალფ ედსტრიომი (ატვიდაბერგსი)
1971 რონი ჰელსტრიომი (ჰამარბიუ)
1970 იან ოლსონი (შტუტგარტი, გერმანია)
1969 ტომი სვენსონი (იოსტერსი)
1968 ბიორნ ნორდკვისტი (ნორჩიოპინგი)
1967 ინგვარ სვანი (მალმიო)
1966 უვე კინდვალი (ნორჩიოპინგი / ფეიენოორდი, ნიდერლანდები)
1965 ბო ლარსონი (მალმიო)
1964 ჰანს მილდი (დიურგარდენსი)
1963 ჰარი ბილდი (ნორჩიოპინგი)
1962 პრავიც იობერგი (მალმიო)
1961 ბენგტ ნიჰოლმი (ნორჩიოპინგი)
1960 ტორბიორნ იონსონი (ნორჩიოპინგი)
1959 აგნე სიმონსონი (იორგრიტე)
1958 ორვარ ბერგმარკი (ერებრუ)
1957 აკე იოჰანსონი (ნორჩიოპინგი)
1956 გიოსტა სანდბერგი (დიურგარდენსი)
1955 გიოსტა ლოფგრენი (მოტალა)
1954 სვენ-უვე სვენსონი (ჰელსინგბორგსი)
1953 ბენგტ გუსტაფსონი (ნორჩიოპინგი)
1952 კალე სვენსონი (ჰელსინგბორგსი)
1951 ოლე აალუნდი (დეგერფორსი)
1950 ერიკ ნილსონი (მალმიო)
1949 კნუტ ნორდალი (ნორჩიოპინგი)
1948 ბერტილ ნორდალი (დეგერფორსი)
1947 გუნარ ნორდალი (ნორჩიოპინგი)
1946 გუნარ გრენი (გიოტებორგი)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 1 დეკემბერი)
ფოტო:
აფტონბლადეტი

ka_GEGeorgian